CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქ. 5 0177 თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

პიროვნული სამუშაო კომპეტენციები

პრეზენტაციის სტრუქტურირებულად და თავდაჯერებულად ჩატარება ხშირ შემთხვევაში ბევრი სამუშაოს განუყოფელი ნაწილია. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ამ უნარის განვითარებით, დაესწარით ტრენინგს როგორ გავაკეთოთ ეფექტური პრეზენტაცია.

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ მიიღოთ ცოდნა და გამოცდილება ზრდასრულთა სწავლების პროგრამების შედგენისა და ჩატარების შესახებ და გსურთ ეფექტური სასწავლო კურსების ორგანიზება, დაესწარით ტრენერების ტრენინგს.

თუ თქვენ გსურთ უფრო ეფექტურად გადაანაწილოთ დრო როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში, თქვენ დაგეხმარებათ კურსი დროის მართვა.

თუ თქვენ ხართ მენეჯერის დამწყები ასისტენტი, მდივანი ან გსურთ შეუდგეთ მუშაობას ადმინსტრაციაში ოფიცერის თანამდებობაზე, უდაოდ დაინტერესდებით ტრენინგ-კურსით წარმატებული ადმინისტრატორის უნარები. კურსი დაგეხმარებათ აითვისოთ ამ სახის სამუშაოს წარმოებისათვის მნიშვნელოვანი საბაზისო ფუნქციები, უნარები და ცოდნა.

არსებული კურსები შემუშავებულია ფონდი კონსულტაციისა და ტენინგების ცენტრის ტრენერების მიერ ჰოლანდიური ტრენინგებისა და საკონსულტაციო კომპანიის ”MDF”-ის გამოცდილების გაზიარებით. მასალებში გამოყენებულია 2004 წელს ევროპული საბჭოს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები - საკვანძო კომპეტენციები მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისთვის. მოცემული რეკომენდაციები 2006 წელს ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ფონდი ”CTC”-ის მიერ [კლიკი].

მოცემული ტრენინგების ჯგუფს კურატორობას უწევს პავლე თვალიაშვილი.