CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

ორგანიზაციის მართვა

When we try to pick out anything by itself, we find it hitched to everything else in the universe –John Muir

თუ გაინტერესებთ მართვის ძირითადი კონცეპტუალური საკითხების ცოდნა და მათი პრაქტიკაში დანარგვის მეთოდები, ასევე მენეჯერის მიერ გასაწევი საქმის ძალზედ კონკრეტული ასპეკტები ჩვენ გთავაზობთ ტრენინგს მენეჯერის სამუშაო.

თუ გსურთ ორგანიზაციაში ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა ან უკვე არსებულის გაუმჯობესება, თქვენთვის საინტერესო იქნება ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა და შიდა აუდიტი.

თუ გაინტერესებთ დაეუფლოთ სამუშაო (ბიზნეს) პროცესების აგების, ანალიზისა და ოპტიმიზაციის ტექნოლოგიას, ასევე უკეთ გაიაზროთ სამუშაო (ბიზნეს) პროცესების როლი ორგანიზაციის გამართულ ფუნქციონირებაში, დაესწარით სამუშაო პროცესების დაგეგმვას და ოპტიმიზაციას.

თუ თქვენ მომსახურების სფეროში მოღვაწეობთ და გაინტერესებთ რას ნიშნავს კლიენტზე ორიენტირებული მომსახურება თქვენთვის საინტერესო იქნება მენეჯერის თვალით დანახული მომსახურება.

თუ თქვენ მომსახურების სფეროში მუშაობთ და უშუალო შეხება გაქვთ თქვენს კლიენტებთან, გელით ტრენინგზე ეფექტური მომსახურების უნარები.

შეგვიძლია შემოგთავაზოთ ტრენინგები ყველა იმ ცალკეულ კომპონენტზეც, რომელსაც მოიცავს მენეჯერის სამუშაოს ტრენინგის პროგრამა. თუ მოცემულ საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურება გაინტერესებთ, გთხოვთ იხილოთ კონსულტაციების ჩამონათვალი.

არსებული კურსები შემუშავებულია ფონდი კონსულტაციისა და ტენინგების ცენტრის ტრენერების მიერ ჰოლანდიური ტრენინგებისა და საკონსულტაციო კომპანიის ”MDF”-ის, გერმანული კომპანიის ”Social Sert”-ის, ჰოლანდიური კომპანია ”Quadra”-ს, ბრიტანული კომპანიის “Exel partnership”-ის და გერმანული კომპანია “Performancedesign”-ის, გამოცდილებისა და საწავლო მიდგომების გათვალისწინებით.

მოცემული ტრენინგების ჯგუფს კურატორობას უწევს თამარ ცირეკიძე.