CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

ადამიანური რესურსების მართვა

რა არის ორგანიზაცია თუ არა ადამიანები? (What is the organization but the people?)

ადამიანური რესურსების მართვის საკითხების მოგვარება მენეჯერის ერთერთი ძირითადი ამოცანაა. თუ გინდათ ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი კონცეპტუალური საკითხების ცოდნა და მათი პრაქტიკაში დანერგვა, ჩვენ გთავაზობთ ტრენინგს: ადამიანური რესურსების მართვა.

თუ გინდათ ადამიანური რესურსების მართვის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტის სიღრმისეულად შესწავლა, როგორიცაა თანამშრომელთა მუშაობის შედეგების სამართლიანი და შედეგიანი შეფასება, თქვენთვის საინტერესო იქნება პერსონალის სამუშაო შესრულების შეფასება.

ეფექტური ლიდერობის უნარების განვითარებაში დაგეხმარებათ ტრენინგ კურსი ლიდერობა და მართვის სტილი.

ხოლო თუ გსურთ ხელი შეუწყოთ თქვენს ორგანიზაციაში გუნდის ჩამოყალიბებას და შემდგომ განვითარებას, თქვენთვის საინტერესო იქნება გუნდური მუშაობა.

შეგვიძლია შემოგთავაზოთ ტრენინგები ყველა იმ ცალკეულ კომპონენტზეც, რომელსაც მოიცავს ადამიანური რესურსების მართვის ტრენინგი. თუ მოცემულ საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურება გაინტერესებთ, გთხოვთ იხილოთ კონსულტაციების ჩამონათვალი.

არსებული კურსები შემუშავებულია ფონდი კონსულტაციისა და ტენინგების ცენტრის ტრენერების მიერ ჰოლანდიური ტრენინგებისა და საკონსულტაციო კომპანია „MDF“-თან თანამშრომლობით.

მოცემული ტრენინგების ჯგუფს კურატორობას უწევს ნათია ზედგინიძე.