CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქ. 5 0177 თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

პუბლიკაციები

საჯარო პოლიტიკა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

მოკლე მიმოხილვა: გამოცემა წარმოადგენს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოღვაწე სოციალური მეცნიერების წარმომადგენელთა და რამოდენიმე ამერიკელი კოლეგის თანამშრომლობის შედეგს, რომლებიც შეეცადნენ დაეხატათ საჯარო პოლიტიკის განვითრების სფეროში ეკონომიკური და პოლიტიკური გარდაქმნების პერიოდში შექმნილი სურათი .

ნაშრომში სხვადასხვა თემატიკაა განხილული : საჯარო პოლიტიკის მიდგომები და სხვადასხვა თეორიები; სახელმწიფოსა და ბიუროკრატიის როლი; ეთიკა; საჯარო ინტერესი; პოლიტიკური პროცესი; არამომგებიანი სექტორის წარმომადგენლები; გამოყენებულია როგორც ინტერდისციპლინარული, ასევე მულტიდისციპლინარული მიდგომები.

PDF-ვერსიის გადმოქაჩვა:
An Assessment of Georgian Civil Society

მოკლე მიმოხილვა: ეს დოკუმენტი წარმოადგენს კვლევის შედეგებს, რომელიც საქართველოში 2005 წლის მარტიდან ნოემბრამდე სამოქალაქო საზოგადოების ინდექსის საერთშორისო პროექტის ფარგლებში სივიკუს-ის (მსოფლიო ალიანსი სამოქალაქო მონაწილეობისთვის) კოორდინატორიბით ჩატარდა. სივიკუს- ი სამოქალაქო საზოგადოების იდექსზე 1999 წლიდან მუშობს. სამოქალაქო საზოგადოების ინდექსი სამოქალაქო საზოგადოების წევრებისთვის ყოვლისმომცველი და თანამონაწილეობითი, საჭიროებათა საკვლევი და ქვეყნის მასშტაბით სამოქმედო გეგმის შესამუშავებელი ინსტრუმენტია. იგი ამჟამად მსოფლიოს 50- ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება.

PDF-ვერსიის გადმოქაჩვა:
ევროპული საჯარო სამსახურები ტრადიციასა და რეფორმას შორის
  • სახელმწიფო მართვის ევროპული ინსტიტუტი
  • ISBN 90- 6779-185-7
  • გამოცემის თარიღი: 2005
  • ავტორი: კრისტოფ დემკე
  • ქართულ ენაზე

მოკლე მიმოხილვა: ეს პუბლიკაცია ეჭვის ქვეშ აყენებს იმ საკმაოდ გავრცელებულ სპეკულაციურ განცხადებებს, რომლებსად ასე ხშირად ვხვდებით პრესის პირველ გვერდებზე და რომლებიც ეხება რეფორმათა მომავალს სამოქალაქო სამსახურებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში.მათგან განსხვავებით, აქ გულდასმითაა განხილული ის ახალი ტენდენციები და მოვლენები, რომლებიც პოლიტიკის ამ მნიშვნელოვან სფეროს უკავშირდება

PDF-ვერსიის გადმოქაჩვა:
ცნობარი
  • ცნობარი
  • თბილისის საჯარო პოლიტიკის სფეროში მომუშვე არასამთავრობო ორგანიზაციები გამოცემის თრიღი: 2005
  • ავტორები: ნანა სუმბაძე; ირინა ხანთძე
  • ქართულ ენაზე

მოკლე მიმოხილვა: ცნობარი შედგება ოთხი ნაწილისაგან: ცნობარი, პროექტების მოკლე მიმოხილვა, ორგანიზაციების მცირე ნუსხა და ცხრილი ორგანიზაციების მუშაობის სფეროებისა და საქმიანობის ტიპის მიხედვით; საჯარო პოლიტიკის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების მოკლე მიმოხილვა

PDF-ვერსიის გადმოქაჩვა:
სტატიების კრებული, 2006

სერია „ევროპული ძიებანი”
რედაქტორ-შემდგენელთა ჯგუფი:
ირმა ალფენიძე, პაატა პაპავა, ზაზა შათირიშვილი

მკითხველის წინაშე წარმოდგენილია ევროპულ ღირებულებათა და იდეათა თანამედროვე ქართულ ინტელექტუალურ კონტექსტში რეცეპციის გარკვეული ცდა. კრებულის ავტორები არ იფარგლებიან მხოლოდ ერთი რომელიმე ინტელექტუალური სფეროთი და ევროპული ღირებულებებისა და იდეების მთლიან სივრცეს განიხილავენ – კულტურითა თუ განათლებით დაწყებული და პოლიტიკით დამთავრებული.

თანამედროვე ევროპული ღირებულებები მეყსეულად და ცარიელ ადგილას არ გაჩენილა. ამიტომაც, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც ევროპულ იდეათა ისტორიის გაშუქებას, ისე იმ ინტელექტუალური პრაქსისის შესწავლას, რაც დაკავშირებულია ამ იდეათა თუ ღირებულებათა წარმოქმნასა და მათ ამჟამინდელ ფუნქციონირებასთან.

საქართველო დღეს ევროკავშირისაკენ მიისწრაფვის და ახალი ევროპის სრულუფლებიან წევრად გახდომა სურს. ევროპა, თავის მხრივ, ახალ სამეზობლო პროგრამას გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, ჩვენს წინაშე სერიოზული ამოცანაა — გავიაზროთ, რას გვთავაზობს ევროპა, რა გამოწვევებს გვიყენებს დღევანდელობა, რომელშიც ხვალინდელი დღის ანარეკლიც მოჩანს.

PDF-ვერსიის გადმოქაჩვა:
საკვანძო კომპეტენციები

მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის
ევროპული ჩარჩო- ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს რეკომენდაციეიბი

PDF-ვერსიის გადმოქაჩვა:
ევროპული იდეების ისტორია და ქართული კულტურა

სერია ”ევროპული ძიებანი”

რედაქტორ-შემადგენლები:

პაატა პაპავა, ზაზა შათირიშვილი

მოკლე მიმოხილვა:  წინამდებარე კრებული ხუთ ევროპულ იდეას ეძღვნება- ევროპის, ფილოსოოფიის, ლიტერატურის, საზოგადოებისა და (პოსტ)მოდერნის იდეებს. ქართველ ავტორებთან ერთად წარმოდგენილია ცნობილ ევროპელ ინტელექტუალთა- რემი ბრაგის, პიერ ადოსა და ნიკლას ლუმანის ნაშრომების თარგმანები.

კრებული მომზადდა კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის და ევროპულ ძიებათა ინსტიტუტის თანამშრომლობით.

PDF-ვერსიის გადმოქაჩვა:
Vita Contemplativa და Vita Activa

სერია ”ევროპული ძიებანი”

რედაქოტრ-შემადგენლები:

პაატა პაპავა, ზაზა შათირიშვილი

მოკლე მიმოხილვა: წინამდებარე კრებულში ქართველ ავტორებთან ერთდ იბეჭდება ცნობილ ევროპელ ინტელექტუალთა ნაშრომების თარგმანები.

გამოცემის საბოლოო შინაარსსა და ფორმაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია CTC -ის კვლევისა და ინფორმაციის განყოფილების მიერ ორგანიზებულლმა ევროპულ ძიებათა სემინარებმა, ასევე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული სამაგისტრო კურსის მომზადების პროცესმა.

PDF-ვერსიის გადმოქაჩვა:
წლიური ანგარიში 2010

მოკლე მიმოხილვა: დაინტერესებულ მკითხველს ვთავაზობთ CTC-ის პროგრამული მიმართულებების სფეროში საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებულ მიმოხილვით და ანალიტიკურ სტატიებს. შესაბამისად, გამოცემის სტრუქტურა და შინაარსი სიტისის ძირითად სტრატეგიებს და პროგრამულ მიმართულებებს ეხმიანება. ასევე, მოკლედ შევეხებით  სიტისის მუშაობის ცალკეულ საკვანძო საანგარიშო საკითხებს.

PDF-ვერსიის გადმოქაჩვა:
წლიური ანგარიში 2011

მოკლე მიმოხილვა: ამ ანგარიშით სიტისის (CTC) ყოველწლიური გამოცემის მკითხველებს ვთავაზობთ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის 2011 წლის საქმიანობის შედეგებს და მისი გამოცდილების სისტემურ ანალიზს.

PDF-ვერსიის გადმოქაჩვა:
თანამშრომლობა განვითრების გზით - საზოგადოებრივი და ბიზნეს ორგანიზაციების ფორუმის კატალოგი

მოკლე მიმოხილვა:საზოგადოებრივი და ბიზნესორგანიზაციების ფორუმის კატალოგში წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოშო სოციალური და კულტურის სფეროში მოღვაწე რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ. პუბლიკაცია მომზადდა პროექტის ”დიალოგი სმაოქალაქო სექტორის განვითრებისთვის” ფარგლებში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ, USAID- ისა და კერძოდ, EWMI G-PAC- ისმხარდაჭერით.

PDF-ვერსიის გადმოქაჩვა:
წლიური ანგარიში 2012

მოკლე მიმოხილვა: სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება, თემის შესაძლებლობების გაძლიერება და მცირე მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერა, კარგი მმართველობის პრაქტიკის ხელშეწყობ . ეს არის ის ძირითადი პროგრამული მიმართულებები, რომლებთანაც დაკავშირებულია CTC-ის მიერ განხორციელებული საქმიანობები 2012 წლის მანძილზე.

მორიგ წლიურ ანგარიშში გთვაზობთ ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობების მიმოხილვით და ანალიტიკურ სტატიებს.

PDF-ვერსიის გადმოქაჩვა:
2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებისა და დაზარალებული სოფლების მოსახლეობის თვითდასაქმების ხელშეწყობა

წინამდებარე პუბლიკაცია აერთიანებს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ გაწეული სამუშაოს და მიღწეული შედეგების ანგარიშს, წარმატებული მაგალითების აღწერას , მიკრომეწარმეობის საკითხების მიმოხილვას და ამ საკითხებისადმი მიძღვნილი პროექტის შემაჯამებელი კოფერენციის მასალის მიმოხილვას.

PDF-ვერსიის გადმოქაჩვა:
მიკრომეწარმეობა, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის საშუალება

კვლევა ჩტარდა და გამოიცა სათემო განვითარების ცენტრის, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრისა და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის ” მიკრომეწარმეობა, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის ინსტრუმენტი ” ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის(EWMI) პროგრამის ”საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება (G-PAC) მხარდაჭერით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

კვლევის ავტორები: თამარ ბრეგვაძე, ბესო სულაბერიძე, ტატო ხუნდაძე

პროექტის გუნდი: ანა მარგველაშვილი, ირინა ხანთძე, კახა კოხრეიძე, ნინო ოდიშვილი, ნინო სანადირაძე

PDF-ვერსიის გადმოქაჩვა:
წლიური გამოცემა 2013

მოკლე მიმოხილვა: კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის მეოთხე წლიურ გამოცემა მიმოიხილავს 2013 წლის რიგ მნიშვნელოვან მოვლენებს და თემებს, რომლებშიც CTC აქტიურად იყო ჩაბმული.

CTC - ის ძირითადი პროგრამული მიმართულებებია სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება; თემის შესაძლებლობების გაძლიერება და კარგი მმართველობის პრაქტიკის ხელშეწყობა. 2013 წლის გამოცემა გთავაზობთ ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობების მიმოხილვით და ანალიტიკურ სტატიებს.

PDF-ვერსიის გადმოქაჩვა:
ადგილობრივი აქტორებისა და ახალგაზრდობის გაძლიერება სათემო აქტივობებისთვის ზემო სვანეთში

გამოცემა წარმოგიდგენთ CTC-ის ზემო სვანეთში ადგილობრივი თემის განვითრებაზე მიმართული 9 წლიანი მუშაობის შეფასების შედეგებს.

 

PDF-ვერსიის გადმოქაჩვა:
შრომის კულტურა და რელიგიური დისკურსი საქართველოს სხვადასხვა თემში

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის ინიციატივით, მკვლევართა ჯგუფმა 2012-2013 წლებში განახორციელა კვლევა საქართველოს რელიგიურ თემში შრომის კულტურის საკითხებზე.

კვლევა ჩტარდა ფრიბურგის უნივერსიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტის პროგრამის, ”კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის”, მხარდაჭერით.

კვლევა წარმოადგენს აღნიშნული საკითხების შესწავლის პირველ პრეცენდენტს. მისი შედეგები საინტერესო უნდა იყოს სოციალური მეცნიერებების მკვლევართათვის და თემის განვითარებაზე მომუშვე პროექტებისთვის.

PDF-ვერსიის გადმოქაჩვა:
წლიური გამოცემა 2014

2014 წლის გამოცემაში გთავაზობთ წლის მანძილზე , სხვადასხვა პროგრამული მიმართულებით, განხორციელებული საქმიანობების მიმოხილვით სტატიებს.

სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება, თემის შესაძლებლობების გაძლიერება და კარგი მმართველობის პრაქტიკის ხელშეწყობა კვლავ რჩება CTC -ის ძირითად პროგრამულ მიმართულებად.

PDF-ვერსიის გადმოქაჩვა:
არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამა

მოცემული პროგრამა არამომგებიანი ორგანიზაციების მოქმედი და მომავალი მენეჯერებისთვის შეიქმნა. კურსის შინაარსი და ფორმატი არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან თნამშრომლობით, ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და მიწოდების ანალიზზე დაყრდნობით შემუშვდა. იგი ითვალისწინებს არამომგებიანი სექტორის მენეჯერთა მიმდინარე საჭიროებებსა და მოთხოვნებს პროგრამის ხანგრძლივობასთან, დატვირთვასთან, შინაარსობრივ წყობასთან და სწავლა-სწავლების სპეციფიკასთან დაკავშირებით.

 

PDF-ვერსიის გადმოქაჩვა:
წლიური გამოცემა 2015

წლევანდელი გამოცემის მთავარი თემაა კოალიცია „განათლება ყველასათვის“ მიერ დაწყებული საზოგადოებრივი კამპანია „აირჩიე განათლება“. კამპანია მიზნად ისახავს განათლების სისტემის დაფინანსების გაზრდის ადვოკატირებას და განათლების საკითხებზე საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციას. ჟურნალში წარმოგიდგენთ კოალიციის მიერ მომზადებული დეკლარაციის ტექსტს.

გამოცემაში ასევე შეგიძლიათ იხილოთ სტატიები ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებზე, თემთან მუშობის გამოცდიელბის შესახებ , საჯარო დაწესებულებების შესაძლებლობების განვითარების, მართვის სისტემების სრულყოფისა და საჯარო პოლიტიკის შემუშავების პრაქტიკის საკითხებზე.

PDF-ვერსიის გადმოქაჩვა:
მოქალაქეთა მონაწილეობის სტიმულირება თვითმმართველობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებში

СTC ის მიერ განხორციელებული კვლევის ანგარიში „მონაწილოების სტიმულირება თვითმმართველობის მხარდაჭერის სახელმწიფო  პროგრამებში“.

საქართველოში, რეგიონული განვითარების სფეროში სახელმწიფო პროგრამებს, დომინანტური ადგილი უჭირავთ მუნიციპალურ პროგრამებთან შედარებით. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტებში სწორედ მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით ხორციელდება. როგორც წესი, პროგრამის შინაარსს, პროექტების შერჩევის, დაფინანსების, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცედურებს ცენტრალური ხელისუფლება ადგენს. მუნიციპალიტეტისთვის პროგრამაში მონაწილეობის პირობა ამ პროცედურების დაცვაა. შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამები წარმოადგენენ მნიშვნელოვან ბერკეტს მუნიციპალიტეტებში პროექტების მართვის სფეროში დადებითი პრაქტიკის დანერგვისთვის. ამის ნაწილია მოქალაქეთა ჩართულობა, რაც პირდაპირ კავშირშია პროექტის ხარისხთან, რესურსების ეფექტურ გამოყენებასთან, კორუფციის რისკების შემცირებასთან და ა.შ. კვლევის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნულ პროგრამებში მოქალაქეთა თანამონაწილეობის შეფასება საერთაშორისო სტანდარტების (LAP, OECD) გამოყენებით და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება. შესწავლილი იქნა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, სამთავრობო სტრატეგიები და პროგრამები, აგრეთვე, რეგიონული განვითარების სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების სამი ძირითადი ინსტრუმენტი:

  1. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა;
  2. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი;

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

PDF-ვერსიის გადმოქაჩვა:
ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება

2015 წელს, CTC-ს გუნდმა, თვითმმართველობის ახალ კოდექსზე, პარტნიორობა ღია მმართველობისთვის ინიციატივით (OGP) დადგენილ სტანდარტებზე და ზოგადად, კარგი მმართველობის (Good Governance) პრინციპებზე დაფუძნებით დაიწყო პროექტი - „ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება“.

უფრო დეტალურიად პროექტის შესახებ იხილეთ გამოცემა “ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება“.

 

 

PDF-ვერსიის გადმოქაჩვა:
საქართველოში ჯანმრთელობის დაცვისა და ზრუნვის სფეროებში მუნიციპალიტეტების პოლიტიკის, სერვისების მიწოდებისა და დაფინანსების მექანიზმების არსებული პრაქტიკის შეფასება

საქართველოს ზრუნვის პლატფორმასთან თანამშრომლობით 2016 წელს CTC - იმ მოამზადა კვლევა თვითმმართველობების მიერ ჯანდაცვისა და სოციალური სფეროში ჩართულობის შესახებ.

„კვლევის მიზანია შეისწავლოს ჯანმრთელობის დაცვისა და ზრუნვის  სფეროებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების პოლიტიკის, სერვისების მიწოდებისა და დაფინანსების მექანიზმების არსებული პრაქტიკა, წარმოაჩინოს შესაძლო ხარვეზები და მოცემული სერვისების განვითარების შემაფერხებელი გარემოებები, ადვოკატირება გაუწიოს სუბსიდიარობის პრინციპის განვითარებას და წარმოადგინოს პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობები და გზები.

სუბსიდიარობის მიხედვით, ძალაუფლება განხორციელებული უნდა იყოს მმართველობის იმ დონეზე, რომელიც ყველაზე უფრო ახლოს არის მოქალაქეებთან. წამგებიანია იმ კომპეტენციათა კონცენტრაცია ცენტრალურ ხელისუფლებაში, რომლებიც ადგილობრივ დონეზე უკეთ აღსრულდება“.

 

PDF-ვერსიის გადმოქაჩვა: