CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქ. 5 0177 თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

თემის გაძლიერება

სიღარიბის დაძლევა და დასაქმება ქართული საზოგადოების აქტუალური პრობლემაა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების დახმარება, რომ მათ შეძლონ უფრო მეტი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია და საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

ამ მიზნით, შესაძლებლობების გაძლიერება ერთ-ერი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ცალკეული ინდივიდების დონეზე CTC-ს პროგრამული ხედვა გულისხმობს პიროვნული საკვანძო კომპეტენციების, სამეწარმეო აზროვნებისა და უნარების განვითარებას, ხოლო თემის დონეზე სოციალური შეჭიდულობისა და სამოქალაქო აქტიობის გაზრდას.

CTC-ს აღნიშნული პროგრამა ამ ეტაპზე სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

  1. მცირე სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა
  2. თემის მობილიზება და ჩართულობა
  3. საკვანძო კომპტენციების სწავლების სტიმულირება

მცირე სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა

სამეწარმეო საქმიანობისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით CTC ოპერირებას უწევს არა-ერთ პროექტს.

CTC- იმ ამ მიმართულებით შეიმუშავა ბიზნეს ადმინისტრირების ადაპტირებული პროგრამები მცირე მეწარმეებისათვის, ასევე განავითარა მიკრო მეწარმეობის მსურველთა შერჩევისა და კონსულტირების აპრობირებული მიდგომები.  CTC ასევე ცდილობს მიკრო მეწარმეობის დაწყების ხელშეწყობის მიზნით მოიზიდოს ფონდები მცირე გრანტების გაცემისათვის.  წლების მანძილზე ამ მიმართულებით CTC თანამშრომლობდა მრავალ ორგანიზაციასთან მათ შორის: Care International, ACF, World Vision, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, ღია საზოგადოება საქართველო, ფონდი ”ტასო”, ქალთა ფონდი, სათემო განვითარების ცენტრი.

2010 -2012 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID)  დაფინანსებით CTC -იმ განახორციელა  პროექტი ”2008 წლის ომის შედეგად იძულებით  გადაადგილებული პირებისა და დაზარალებული სოფლების მოსახლეობის თვითდასაქმების ხელშეწყობა ”  პროექტის ფარგლებში CTC-იმ მხარი დაუჭირა 200-ზე მეტ მიკრო ბიზნესის წამოწყებას ტრენინგის, მცირე გრანტებისა და კონსულტაციის მეშვეობით.

თემის მობილიზება და ჩართულობა

განვითარების ევანგელური სააგენტოს (EED, გერმანია) ფინანსური მხარდაჭერით კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი ზემო სვანეთში ახორციელებს პროექტს  ”ზემო სვანეთში ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობა”. პროექტის მიმდინარეობაა 2011 – 2013 წლები. პროექტის მიზანია ზემო სვანეთის ადგილობრივი თემის გააქტიურება უფრო ეფექტურად ჩაერთოს საკუთარი რეგიონის განვითარების საქმიანობაში.

ამ მიმართულებით 2012 წელს CTC მოიპოვა 3 წლიანი გრანტი "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" პროექტის მეოთხე ფაზის განსახორციელებლად, რათა განაგრძოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე 4 რეგიონის 50 თემის განვითარების პროცესი. პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის კომპანიებში. პროექტის მიზანია მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლებში გააღრმაოს  BP-სა და თემების პოზიტიური ურთიერთობა იმ თემებში ინვესტირებით, რომლებიც გამოხატავენ ვალდებულებას უზრუნველყონ პოზიტიური თანამშრომლობა თემის მდგრადი განვითარებისათვის და შეინარჩუნონ და გააძლიერონ სოციო-ეკონომიკური განვითარების მდგრადობა.

საკვანძო კომპტენციების სწავლების სტიმულირება

2010 წლიდან CTC ახორციელებს ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობის ინიციატივას, რომლის მიზანია ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი 15-24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისათვის პიროვნული საკვანძო კომპეტენციების განმავითარებელი კურსების შეთავაზება და დანერგვა. ამ მიზნით შემუშავდა 40-საათიანი ტრენინგ კურსი. კურსი ეფუძნება ევროკომისიის მიერ მიღებულ პიროვნული საკვანძო კომპტენციების ჩარჩო დოკუმენტის მოთხოვნებს. ტრენინგის პროგრამა მოწოდებულია, დაეხმაროს ახალგაზრდებს, განავითარონ ისეთი პიროვნული საკვანძო კომპეტენციები, როგორიცაა ანალიტიკური აზროვნება, დამოუკიდებლად სწავლის უნარი, მეწარმეობა, კომუნიკაციის უნარი. დღეისათვის სხვადასხვა პროექტების ფარგლებში 1000-ზე მეტმა ახალგაზრდა გაიარა გადამზადება. ხოლო ტრენინგ კურსი წარმატებით დაინერგა 7 რეგიონალური პარტნიორი ორგანიზაციის სასწავლო პროგრამებში და პროექტებში.

კურსის ჩატარებაზე CTC ასევე თანამშრომლობს საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციასთან BP-ის მიერ ინიცირებულ და დაფინანსებულ პროექტის  ”ახალგაზრდების უნარ-ჩვევების გაძლიერება” ფარგლებში.

ამ მიმართულებით CTC-ს საბოლოო მიზანია, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო აქტორების ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნას წინაპირობები, რომ ბევრ ახალგაზრდას,  განსაკუთრებით სოციალურად მოწყვლადი ოჯახებიდან, ხელი მიუწვდებოდეს კარგი ხარისხის მსგავს კურსებზე. გამოცდილება ადასტურებს, რომ ასეთი დახმარება უდავოდ ხელს უწყობს ახალგაზრდებს გარემოში ინტეგრაციასა და თვითდამკვიდრებაში.