CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქ. 5 0177 თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

კარგი მმართველობის პრაქტიკა

საზოგადოებრივი პროცესების წარმატებული განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო ადმინისტრირების სფეროში კარგი მმართველობის პრაქტიკის დანერგვას. წლებიას განმავლობაში CTC მუშაობს საჯარო სექტორთან და სთავაზობს ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების სხვადასხვა სერვისებს, ასევე ახორციელებს საკუთარ პროექტებს და ჩართულია ამ სფეროში მიმდინარე მსხვილ პროექტებში.

CTC ეხმარება არა მხოლოდ ცალკეული ორგანიზაციებს, არამედ კარგი ქეისების გავრცელებით უფრო ფართოდ ნერგავს კიდეც კარგ პრაქტიკას.

ამჟამად CTC თანამშრომლობს USAID-ის G3 და HICD plus პროექტებთან. აღნიშნული პროექტების ფარგლებში CTC ეხმარება არაერთ საჯარო დაწესებულებას სტრატეგიული გეგმის შედგენაში, რევიზიაში, ორგანიზაციული პროცესების სრულყოფაში.

ადგილობრივი თვითმმართველობა

ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მუნიციპალიტეტებთან მუშაობა. მუნიციპალური სერვისების უზრუნველმყოფთა ასოციაციასთან ერთად CTC-მ შეიმუშავა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის სახელმძღვანელო. სახელმძღვანელოს შექმნა დაფინანსდა USAID Forecast პროგრამის მიერ. სახელმძღვანელო მოიცავს მართვის პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და თარგებს. მათი სრულყოფილი დაუფლებისა და დანერგვისათვის რეკომენდირებულია სპეციალური გადამზადებისა და კონსულტირების პროცესის გავლა.

სამოქალაქო განათლება პედაგოგებისთვის

CTC-ს ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა განათლების სექტორი. ამ მიმართულებით CTC ჩართულია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების სამწლიან პროექტში. USAID-ის მხარდაჭერით პროექტს ახორციელებს PH International (პროექტი ჰარმონია) CTC-სთან პარტნიორობით. CTC უშუალოდ პასუხისმგებელია პედაგოგთა გადამზადების კომპონენტზე.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში და ფარავს საქართველოს სკოლების თითქმის 40%–ს. ACETT პროგრამა ასევე ითვალისწინებს სკოლის დირექტორებისათვის სემინარებს, რათა გაძლიერდეს სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერა სამოქალაქო განათლების სფეროში. პროგრამის მსვლელობისას CTC ხელს შეუწყობს სამოქალაქო პედაგოგთა პროფესიული ფორუმის ჩამოყალიბებას და მოდერირებას გაუწევს პედაგოგებს შორის გამოცდილების გაზიარების პროცესს როგორც შეხვედრების ორგანიზებით, ასევე ვირტუალური დისკუსიებით.

ასევე CTC თანამშრომლობს USAID-ის განათლების მართვის პროექტთან და ახორციელებს სკოლის დირექტორებისათვის სხვადასხვა გადამზადების პროგრამებს.