CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქ. 5 0177 თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სიახლეები

შეხვედრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში  28 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  გაიმართა შეხვედრა, რომელიც  სამოქალაქო განათლების პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების თემას მიეძღვნა. პროგრამას აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით 2010 წლიდან ახორციელებს ორგანიზაცია PH international (ადრე ცნობილი, როგორც პროექტი „ჰარმონია“) კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით. 

მეტი

სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული ძირითადი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

26 ნოემბერს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში გაიმართა დისკუსია თემაზე: სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული ძირითადი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

დისკუსიის ძირითადი საკითხები იყო:

1.       რა უნდა გააკეთონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათ მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებისთვის?

2.       რა რისკები და შესაძლებლობები არსებობს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე და როგორ უნდა მოხდეს მათი გადალახვა და გამოყენება?

მეტი

ომის შედეგად დაზარალებულ პირთა ეკონომიკური ინტეგრაცია: მიკრო-მეწარმეობის განვითარება - შემაჯამებელი კონფერენცია

21 ნოემბერს,  კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა ჩაატარა კონფერენცია ”იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური ინტეგრაცია: მიკრო-მეწარმეობის განვითარება”.  

მეტი

CTC- ისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი პროექტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული  ტენდერის ფარგლებში კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) ჩაატარა ტრენინგების სერია აფხაზეთის სკოლების მოსწავლეთათვის , რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვებში ლიდერობის უნარების ჩამოყალიბებას და საკვნძო კომპეტენციების განვითრებას.

ტრენინგები ჩატარდა შემდეგ საკითხებზე:1. ორგანიზაცია და ორგანიზაციის ელემენტები; 2. სამოქალაქო საზოგადოება და გენდერი; 3.  გუნდი და გუნდური მშაობა; 3. მედიაცია, კონფლიქტებისა და სტრესის მართვა; 4. როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა; 4. პრეზენტაციის უნარები;

მეტი

მცირე მეწარმეობის განვითარება საქართველოში: კონსულტაციის და ტრენინგისა ცენტრის გამოცდილება

მცირე ბიზნესის განვითარებაში კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი 2005 წლიდანაა ჩართული. თავდაპირველად ორგანიზაციის საქმიანობა შემოიფარგლებოდა ტრენინგითა და კონსულტაციით მცირე ბიზნესის ადმინისტრირების საკითხებზე. წლების განმავლობაში ჩვენი საქმიანობა გაფართოვდა -  კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი ცდილობს გაზარდოს მცირე ბიზნესისათვის კაპიტალის ხელმისაწვდომობა საგრანტო კონკურსების მეშვეობით. ამისათვის ორგანიზაცია სხვადასხვა დონორთან თანამშრომლობს.

მეტი

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კომიტეტის შეხვედრა

4-5 სექტემბერს თბილისში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში ჩატარდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კომიტეტის შეხვედრა. კომიტეტმა  საქართველოს 11 რეგიონში დაგეგმა საშემოდგომო რეგიონული ღონისძიებები, როგორებიცაა მრგვალი მაგიდები და ღია გაკვეთილები. კომიტეტმა ასევე იმსჯელა ფორუმის შემდგომი განვითარების ხედვაზე.

მეტი

ტრენინგები შემოსავლების სამსახურის უბნის საგადასახადო ოფიცრებისთვის

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი USAID-ის კარგი მართველობის პროგრამის ფარგლებში განახორციელებს შემოსავლების სამსახურის უბნის საგასახადო ოფიცრების გადამზადებას კომუნიკაციისა და ეფექტური მომსახურების უნარ-ჩვევებში.

კურსები ჩატარდება 2012 წლის აგვისტო -ოქტომბერში და მოიცავს 80 ზე მეტ ოფიცერსა და სექტორის მენეჯერს.

მეტი

ტრენინგები შემოსავლების სამსახურის უბნის საგადასახადო ოფიცრებისთვის

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი USAID-ის კარგი მართველობის პროგრამის ფარგლებში განახორციელებს შემოსავლების სამსახურის უბნის საგასახადო ოფიცრების გადამზადებას კომუნიკაციისა და ეფექტური მომსახურების უნარ-ჩვევებში.

კურსები ჩატარდება 2012 წლის აგვისტო -ოქტომბერში და მოიცავს 80 ზე მეტ ოფიცერსა და სექტორის მენეჯერს.

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი USAID-ის კარგი მართველობის პროგრამის ფარგლებში განახორციელებს შემოსავლების სამსახურის უბნის საგასახადო ოფიცრების გადამზადებას კომუნიკაციისა და ეფექტური მომსახურების უნარ-ჩვევებში.

მეტი

სამოქალაქო განათლების ამერიკული მასტერ კლასები CTC-ში

26–29 ივნისს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი ამერიკელ ექსპერტებს: ჰარვუდის საშუალო სკოლის ასოცირებულ დირექტორს (ვერმონტის შტატი, აშშ) და PH Intarnational-ის ერთ–ერთ პირველ დამაარსებელს, სამოქალაქო და სოციალური მეცნიერების პედაგოგს ქეთრინ ქედველს მასპინძლობდა. მათ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ჩაუტარეს მასტერკლასი თემაზე – „სათემო აქტივობით სწავლა/სწავლება: რეალური პრობლემები და ამოცანები სამოქალაქო განათლებისათვის“ (Service Learning). სწავლების ეს მეთოდი პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის ახალ საფეხურზეა ფოკუსირებული და სამოქალაქო განათლებაში თემის, საზოგადოების ჩართვას გულისხმობს.

მეტი

Pages