CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სიახლეები

სტიუარტ ბრიუსის მასტერ-კლასი თემაზე Online PR

22 მაისი, თბილისი

მაისში თბილისს ესტუმრება ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი PR ექსპერტი Stuart Bruce. ვიზიტის ორგანიზატორია Marketing House Georgia.

22 მაისს ქართველ პიარ სპეციალისტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ მასტერ-კლასში თემაზე Online PR, რომელსაც Stuart Bruce გაუძღვება.

მეტი

განცხადება საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია ”ძლიერი თვითმმართველობისათვის” შექმნის შესახებ

თარიღი: 3 აპრილი, 2013

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის ფართომასშტაბიანი რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს თვითმმართველი ერთეულების რეალურ პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ დამოუკიდებლობას, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისათვის მაქსიმალური სამართლებრივი გარანტიების შექმნას, რეგიონულ დონეზე მმართველობის დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრებას.

მეტი

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარების ახალი პროექტი

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარების ახალი პროექტი.

პროექტი ინიცირებული და დაფინანსებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში (G-PAC) მიერ (www.ewmi-gpac.org). აღნიშნული პროგრამა მიმდინარეობს USAID-ის მხარდაჭერით.  

მეტი

CTC-ის ახალი პროექტი ზემო სვანეთის აქტიური ლიდერებისთვის

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა ახალი პროექტის ”სასწავლო ტური ზემო სვანეთის აქტიური ლიდერებისთვის დასავლეთ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებში” განხორციელება დაიწყო. პროექტი ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს მიერ არის დაფინანსებული.

პროექტის მიზანია ზემო სვანეთის სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდა აქტივისტების შესაძებლობების განვითარება დასავლეთ საქართველოში მოქმედი ეფექტური სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდული პროგრამების გამოცდილების გაზიარების გზით.   პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

მეტი

კონსულტაციები საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი გერმანული ფონდის იიდის დაფინანსებული პროექტის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური განვითარებისათვის (Capacity Strengthening for Social Development) ფარგლებში ინსტიტუციური განვითარების კომპლექსურ კონსულტაციას გაუწევს 7 საზოგადოებრივ ორგანიზაციას. კონსულტაციის უმთავრესი მიზანი იქნება დაეხმაროს ორგანიზაციებს უფრო შედეგზე ორიენტირებული პროგრამების განვითარებასა და შესაბამისი მონიტორინგის სისტემის დანერგვაში. საკონსულტაციო პარტნიორობა გაგრძელდება 2013 წლის დასასრულამდე.

პარტნიორი ორგანიზაციები არიან:

მეტი

პროექტი „ქალებისა და ახალგაზრდების ქმედითუნარიანობის ამაღლება და მათი პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის გაზრდა”

პროექტი „ქალებისა და ახალგაზრდების ქმედითუნარიანობის ამაღლება და მათი პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის გაზრდა” ხორციელდება ორანიზაცია „ოქსფამ საქართველოს“ მიერ ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით.

„ოქსფამ საქართველოს“ პარტნიორი ორგანიზაციის ასოციაცია DEA -ს მხარდაჭერით 2012 წლის დეკემბრიდან - 2013 წლის თებერვლის ჩათვლით ზუგდიდსა და ფოთში კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (СTC) ტრენერების მიერ ჩატარდა შემდეგი ტრენინგები:

ახალგაზრდებისთვის:

მეტი

პროექტი- ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა 2012 წლის მაისში მოიპოვა დაფინანსება პროექტის, "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა"  მეოთხე ფაზის განსახორციელებლად.  პროგრამის მიზანია განაგრძოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გარდაბნის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების 50 თემის განვითარების  ხელშეწყობის პროცესი.

პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია ბპ-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის კომპანიებში.

მეტი

ძლიერი ქალები-ძლიერი ინტეგრაციისთვის (SWSI)

იანვრის ბოლოს სიტისიმ დაასრულა ტრენინგების ციკლი პროექტის ”ძლიერი ქალები-ძლიერი ინტეგრაციისთვის” (SWSI) ფარგლებში. პროექტს ”ვორლდ ვიჟენ საქართველო” ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ”ვორლდ ვიჟენ ავსტრიის” მხარდაჭერით ახორციელებს. ტრენინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა შიდა ქართლის რეგიონის 11 ჩასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული 18-დან 55 წლამდე ასაკის ქალები (ქვრივები, მარტოხელა, მრავალშვილიანი დედები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები და ქალები, რომელთაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეუღლეები).

მეტი

გერმანელი მოხალისეები CTC-ის მესტიის ოფისში

CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში, მესტიის რესურს ცენტრში, 2012-2013 წელს 2 გერმანელი მოხალისე მუშაობს. მოხალისეები ჩამოსული არიან გერმანული ორგანიზაცია EED -ის მოხალისეობრივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს გერმანელი ახალგაზრდების გაგზავნას პარტნიორ ორგანიზაციებში ერთი წლით მოხალისეობრივად სამუშაოდ.

მოხალისეებმა მესტიაში შექმნეს ინგლისური ენის კლუბი, სადაც ზემო სვანეთის ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მათთან ერთად  იმსჯელონ და ისაუბრონ საინტერესო თემებზე. თამაშების, ფილმებისა და სიმღერების საშაუალებით გაიუმჯობესონ ინგლისურ ენაზე საუბრის უნარი.

მეტი

ტრენინგის ჩატარების ინოვაციური მეთოდოლოგია

CTC აგრძელებს მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისი თანამედროვე ტექნიკებისა და მეთოდოლოგიის დანერგვას ტრენინგების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების მიზნით.

2013 წლისთვის CTC-იმ შეიძინა და დანერგა ორგანიზაციული და პიროვნული კომპეტენციების განმავითარებელი ინოვაციური მეთოდოლოგია, რომლის შემადგენლობაშიც შედის სასწავლო თამაშები და შესაბამისი მოწყობილობა.  

აღნიშნული მეთოდოლოგია ძალზედ ეფექტურია გუნდური მუშობის და გუნდის შეკვრისა და თანამშრომლობითი სულისკვეთების განვითარებისათვის.  

მეტი

Pages