CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სიახლეები

სტრატეგიული განვითარების დაგეგმვა „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისათვის“

2013 წლის 9-12 სექტემბერს კაჭრეთში კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის CTC ინიციატივით „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის“ სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ფორუმის დამფუძნებლები, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის, CTC-ის  და PH international-ის  წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მეტი

მიკრომეწარმეობა, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის საშუალება

2013 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია სათემო განვითარების ცენტრმა (CDC) კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასთან (GSMEA) პარტნიორობით  განახორციელა კვლევა და მოამზადა ანგარიში მიკრომეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამების შესახებ. ანგარიში მოიცავს ქართული და საერთაშორისო  ორგანიზაციების  გამოცდილების ანალიზს, რის საფუძველზეც სახელმწიფო სტრუქტურებს წარუდგენს რეკომენდაციებს მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის თაობაზე. წინამდებარე დოკუმენტი ამ ანგარიშის  შემცირებული ვარიანტია. მასში ასახულია კვლევის ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები.

მეტი

”აღმოაჩინე NLP”

3 ოქტომბერს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში ჩატარდა სემინარი თემაზე ”აღმოაჩინე NLP”. სემინარს უძღვებოდა ბელგიური ორგანიზაცია WIDE CIRCLE -ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, საერთაშორისო ექსპერტი NLP-სა და ჰიპნო თერაპიაშში, სერტიფიცირებული მასტერ ტრენერი -  გერი მურეი. ასევე, ტრენერ კონსულტანტი რადუ სოუშე.

მეტი

სემინარი - აღმოაჩინე NLP

ბელგიური  ორგანიზაცია WIDE CIRCLE  გთავაზობთ ნეირო ლინგვისტური პროგრამირების (NLP) საკითხზე  სემინარს  ”აღმოაჩინე NLP” .

ნეირო ლინგვისტური პროგრამირება ((NLP) ) გახლავთ ეფექტური კომუნიკაციის  ერთ-ერთი ყველაზე  ძლიერი და აღიარებული მეთოდი, რომელიც ეხმარება ადამიანებს დასახული მიზნების მიღწევაში, ცვლილებების გატარებაში, ადამიანთა მოტივაციის ზრდასა და ზოგადად პიროვნულ წარმატებაში. 

 სემინარის ორგანიზატორია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი.

მეტი

ზემო სვანეთის ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების საქმიანობების ღია გამოფენა

27 ივნისს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მესტიის ოფისში გაიმართა ზემო სვანეთის ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების საქმიანობების ამსახველი ღია გამოფენა.

გამოფენის მიზანი იყო ზემო სვანეთის ორგანიზაციებისა და ახალგაზრდა ლიდერების ერთმანეთთან საქმიანი დაკავშირება და მათი გამოცდილების გაცნობა საზოგადოებისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე გოჩა ხორგუანი, მესტიის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ნიგურიანი, ზემო სვანეთის სკოლების დირექტორები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები.

მეტი

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა

2012 წლის მაისიდან პროექტის "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ხელშეწყობით აქტიურად მიმდინარეობს თემის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი საქმიანობები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გარდაბნის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების 50 სამიზნე თემში.

პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის კომპანიებში.

მეტი

Pages