CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სიახლეები

„მიკრომეწარმეობა, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის საშუალება“-პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია

19 დეკემბერს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში გაიამრთება პროექტის „მიკრომეწარმეობა, როგორც სიღარიბესთან ბრძოლისსაშუალება“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია.                                               

კვლევის ფარგლებში მოხდა ბოლო წლებში საქართველოში განხორციელებულიმიკრომეწარმეობის პროგრამების გამოცდილების შესწავლა, რის შედეგადაც შემუშავდა რეკომენდაციებისახელმწიფოს მხრიდან მოწყვლადი ჯგუფებისათვის მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის თაობაზე.

მეტი

ეფექტების კარტოგრაფია(outcome mapping) - ტრენინგ კურსი

გლობალურად სულ უფრო მზარდია განვითარების პროგრამებისა და ინტერვენციების ეფექტურობის კრიტიკა, მათ შორის ადგილობრივი არასამათავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მიმართაც. დონორებს, სამთავრობო უწყებებს და ზოგადად საზოგადოებას  მეტი კონკრეტული შედეგის მოლოდინი აქვს. აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის  უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება პროგრამებისა და საქმიანობების დაგეგმვის ეფექტურობის გაზრდადა მიღებული შედეგების მკაფიოდ დემონსტრირება.    

მეტი

სემინარი განვითარების პროგრამების მონიტორინგის თავისებურებებზე

6 დეკემბერს, 15.00 საათზე CTC -ში გაიმართება სემინარი განვითარების პროგრამების მონიტორინგის თავისებურებებზე. შეხვედრის დროს განიხილება შემდეგი საკითხები:

  • პროგრესის შეფასების ინდიკატორები და მათი განსაზღვრა;
  • მონიტირინგის პროცედურული მხარე - რა კეთდება, როგორი თანმიმდევრობით, რა სახის ინფორმაცია გროვდება, როგორაა ამ პროცესში განაწილებული დავალებები და პასუხისმგებლობა;
  • ცვლილებათა შეფასება პროგრესის ინდიკატორების გამოყენებით.

სამუშაო შეხვედრის დროს განვიხილავთ რეალურ სასწავლო მაგალითს.  

სემინარის ხანგრძლივობა 2 საათია.

მეტი

ტაჯიკი კოლეგების სასწავლო ვიზიტი

27-29  ნოემბერს CTC მასპინძლობს ტაჯიკი კოლეგების სასწავლო ვიზიტს. ვიზიტის მიზანია განათლების სფეროში ხარისხის მართვის ქართულ გამოცდილების გაცნობა.

ვიზიტი ორგანიზებულია DVV International-ის დუშანბეს ფილიალის ინიციატივით.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება პრეზენტაციები და შეხვედრები განათლების ექსპერტებთან და ასევე სხვადასხვა პროფესიული სწავლების კოლეჯების, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების ხარისხის მართვის სპეციალისტებთან.

მეტი

მიკრო მეწარმეობის პროგრამების ეფექტურობის კვლევის ანგარიში

2013 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია სათემო განვითარების ცენტრმა (CDC) კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასთან (GSMEA) პარტნიორობით  განახორციელა კვლევა და მოამზადა ანგარიში მიკრომეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამების შესახებ. ანგარიში მოიცავს ქართული და საერთაშორისო  ორგანიზაციების  გამოცდილების ანალიზს, რის საფუძველზეც სახელმწიფო სტრუქტურებს წარუდგენს რეკომენდაციებს მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის თაობაზე.

მეტი

საგრანტო კონკურსი ორგანიზაციებისთვის

CTC ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში აცხადებს გრანტების კონკურს ზემო სვანეთისს ადგილობრივი ორგანიზაციებისა და მათი პარტნიორებისთვის სხვა რეგიონებიდან.

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის მიზანი უნდა იყოს მესტიის მუნიციპალიტეტის კონკრეტულ თემში კონკრეტული პრობლემის ირგვლივ საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თითოეული პროექტის შესაძლო ბიუჯეტია 14000 ლარი. დაგეგმილია 2 პროექტის დაფინანსება.

საგრანტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 15 დეკემბერი. იხილეთ კონკურსის პირობები. ჩამოტვირთეთ და შეავსეთ საპროექტო განაცხადის ფორმა.

მეტი

ზემო სვანეთში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საზოგადოების გააქტიურების პროექტების მორიგი რაუნდი დასრულდა

CTC - ის პროექტის ”ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა” ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის გამოცხადებულ 2012 – 2013 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ოთხივე პროექტის განხორციელება დასრულდა.

პროექტები ორიენტირებული იყო საზოგადოებრივი განხილვების ჩატარებასა და თემში არსებული პრობლემის მოგვარებაში ხალხის ჩართულობაზე.

მეტი

ზემო სვანეთში CTC-ის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული მიკრო პროექტების განხორციელება დასრულდა

CTC - ის პროექტის ”ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა” ფარგლებში ზემო სვანეთის ახალგაზრდებისთვის გამოცხადებულ მიკრო საგრანტო კონკურსში 2013 წელს გამარჯვებული 12 ახალგაზდული პროექტის განხორციელება დასრულდა. მიკროგრანტებით მხარდაჭერის მიზანი თემში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა  იყო.

ზემო სვანეთის ახალგაზრდებმა CTC-ის დაფინანსებით საინტერესო პროექტები განახორციელეს მესტიის მუნიციპალიტეტის 6 თემში: ლატალი, ეცერი, ბეჩო, ჭუბერი, ფარი, იელი და წვირმი.

მეტი

Pages