CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს“,  „რეგიონული განვითარების ასოციაციასა“  და „BP ექსპლორეიშენ ლიმიტედს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულ მემორანდუმს ხელი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ (CDI) ფარგლებში მოეწერა, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენების კომპანიებში.

მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მოხდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება CDI-ის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასა და  შესრულების შესახებ. თავის მხრივ, სამინისტრო მოახდენს ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების ინფორმირებას CDI-ის სამიზნე სოფლებში სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რათა არ მოხდეს მათი დუბლირება.

მემორანდუმი მოქმედებს 2014 წლის 31 დეკემბრამდე. ვადის გაგრძელების თაობაზე, საჭიროების შემთხვევაში, მხარეები დამატებით შეთანხმდებიან.

http://www.mrdi.gov.ge/ge/news/press/5342525c0cf2879194432a2a

მეტი

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების პროექტი

კონსულტაციის და ტრენინგისნ ცენტრმა (CTC) საქართველოს აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიასთან (GACC) ერთდ დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების პროექტი.

პროექტი ითვალისწინებს ფინანსური მართვისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესებას 20 მიზნობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში.

პროექტი ინიცირებულია ”პოლიტიკის, ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების განვითრება საქართველოში” პროექტის მიერ, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი და დაფინანსებულია USAID-ის  მიერ.

მეტი

ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში ორგანიზაციების ბლოგები ამუშავდა

CTC -ის ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ მათ ბლოგებზე:

მეტი

ზემო სვანეთში ახალგაზრდული მიკრო პროექტების დაფინანსება

ზემო სვანეთში CTC-იმ  9 ახალგაზრდული მიკრო პროექტი დააფინანსა

CTC - ის პროექტის ”ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა” ფარგლებში ზემო სვანეთის ახალგაზრდებისთვის გამოცხადებულ მიკრო საგრანტო კონკურსში 9 პროექტი დაფინანსადა. პროექტები მიზნად ისახავს თემში არსებული პრობლემების ირგვლივ ახალგაზრდების ჩართულობას.

ცხუმარისა და ხაიშის თემებში გამარჯვებული პროექტების „სპორტი ჩვენი ცხოვრებაა“ და „ჯანსაღი ცხოვრების წესი ხაიშის საჯარო სკოლაში“ მთავარი თემა სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი იყო. 

მეტი

ზემო სვანეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროექტების დაფინანსება

CTC-იმ საგრანტო კონკურსის ფარგლებში ზემო სვანეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმოდეგნილი 3 პროექტი დააფინანსა

CTC - ის პროექტის ”ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა” ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის გამოცხადებულ 2013 – 2014 წლის საგრანტო კონკურსში შემდეგი 3 პროექტი დაფინანსდა:

მეტი

ახალი პროექტი- ” სიღნაღი კულტურისათვის”

სათემო განვითრების ცენტრი (CDC), სათემო კავშირთან ” ნუკრიანი” (CUN) და კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), პარტნიორობით იწყებს პროექტის, ” სიღნაღი კულტურისათვის” განხორციელებას. პროექტის მხარდამჭერია აღმოსავლეთ-დასავლეთის  მართვის ინსტიტუტის პროგრამა - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“ (EWMI / G-PAC).

მეტი

წლიური გამოცემა 2013

გამოვიდა კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის მეოთხე წლიური გამოცემა.

გამოცემა მიმოიხილავს  2013 წლის რიგ მნიშვნელოვან მოვლენებს და თემებს, რომლებშიც CTC აქტიურად იყო ჩაბმული.

ჟურნალის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე http://www.ctc.org.ge/sites/default/files/publications/Annual%20Edition%...

 

მეტი

” მსოფლიო ეკონომიკა და მისი ძირითადი პრინციპები ”

15, 16 და 17 იანვარს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში გაიმართა სამდღიანი ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის თემაზე: ” მსოფლიო ეკონომიკა და მისი ძირითადი პრინციპები ”. ტრენინგი ჩატარდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის (ACETT) ფარგლებში კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ორგანიზებით. ტრენინგს უძღვებოდა ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, სკოლის მე-9 კლასის ” სამოქალაქო განათლებისა ” და მე-11/მე-12 კლასის ” ეკონომიკის ” განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებული სახელმძღვანელოების თანაავტორი, ქ-ნი მაია გონაშვილი.  

მეტი

დასრულდა ტრენინგები საჯარო მოხელეებისთვის და მოსამსახურეთათვის

დასრულდა ტრენინგების ციკლი საჯარო მოხელეებისა და მოსამსახურეებისათვის, რომელიც ხორციელდებოდა USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის ინიციატივითა და დაფინანსებით.

პროექტის ფარგლებში კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრმა (CTC)  ჩაატარა ტრენინგები ადამიანური რესურსების მართვაში და პრეზენტაციის უნარებსა და წერილობით კომუნიკაციაში.

მეტი

კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია

19 დეკემბერს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში გაიმართა პროექტის „მიკრომეწარმეობა, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის საშუალება“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია.

პრეზენტაციას დაესწრო ორმოცზე მეტი ადამიანი სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტიდან.                                                                     

ღონისძიებაზე გაიმართა დისკუსია აღნიშნული კვლევის შედეგების შესახებ და გამოიკვეთა ამ თემაზე მუშაობის საჭიროება.

მეტი

Pages