CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სიახლეები

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მეოთხე წლიური კონფერენცია-გამოფენა

2015 წლის 16 მაისს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მეოთხე წლიური კონფერენცია-გამოფენა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 11 რეგიონის 377 პედაგოგმა.

მეტი

ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება

 „ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება“ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ორწლიანი პროექტია, რომელიც დაფინანსებულია Bread for the World- ის მიერ. პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრიი დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა და ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულობის გაზრდა.

მეტი

საქართველოს ზრუნვის პლატფორმის პრეზენტაცია ჯანდაცვის პრობლემებზე საკრებულოს წარმომადგენლებისთვის

16 ოქტომბერს, "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში", საქართველოს ზრუნვის პლატფორმამ საკრებულოს წარმომადგენლებისათვის სოციალურ და ჯანდაცვის პრობლემებზე პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა, ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების  კომისიის თავმჯდომარემ ლევან დარახველიძემ და საკრებულოს სხვა წევრებმა. პრეზენტაციის მიზანი იყო თბილისში ზრუნვის სისტემისა და შესაბამისი სერვისების განვითარების შესახებ დიალოგისათვის საფუძვლის ჩაყრა.

მეტი

პროექტის ”ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა” შედეგების მიმოხილვა

სადემონსტრაციო ფერმები

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდა, სოფლის მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. უკეთესი პროდუქციის საწარმოებლად საჭიროა უნარ-ჩვევებისა და ცოდნის განვითარება ფერმერებისათვის, რასაც პროექტი სადემონსტრაციო ნაკვეთებში ახალი და/ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის დანერგვით ცდილობს.

მეტი

განთიადის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია

წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ განთიადის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ და მშობლებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ საკუთარი ძალებით აღმოეფხვრათ ის აუტანელი და გაუსაძლისი პირობები, რაც სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობას ზიანს აყენებდა.

ზოგიერთი მათგანი დანაზოგით, ზოგიერთი საკუთარი ნივთების გაყიდვით და ყველა სხვა არსებული საშუალებით ცდილობდა მოეგროვებინათ საკმარისი თანხა სკოლაში არსებული საკლასო ოთახების იატაკის შესაკეთებლად, რომელიც 1982 წელს იქნა მოპირკეთებული და დღითიდღე უქმნიდა საფრთხეს მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობას.

მეტი

ფოლადაანთკარის გზის რეაბილიტაციის პროექტი

როლანდ ზუბაშვილს 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ცხინვალიდან გარდაბნის რაიონში, სოფელ ფოლადაანთკარში მოუწია გადასახლება. ახალ საცხოვრებელ ადგილას დამკვიდრებას ბევრი სირთულე ახლდა თან, მაგრამ ოჯახი ცდას არ აკლებდა რათა ფეხი აეწყო ცხოვრებისთვის. ბ-ნი როლანდის უკვე არსებულ არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობას გადაადგილების/ტრანსპორტირების პრობლემაც  ართულებდა.

მეტი

CTC-იმ ზემო სვანეთში 9 წლიანი მუშაობა შეაჯამა

8 ივლისს, მესტიაში CTC-ის ზემო სვანეთში 9 წლიანი მუშაობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმართველობის,არასამთავრობო ორგანიზაციების, განათლების რესურს-ცენტრისა და სკოლების წარმომადგნელები.

ღონისძიების მონაწილეებს მიეწოდათ  ინფორმაცია 2006 წლიდან დღემდე ზემოსვანეთში CTC-ის მიერ გაწეული საქმიანობების შესახებ.

9 წლის განმავლობაში CTC-იმ მესტიის ოფისის მეშვეობით სხვადსხვა აქტივობები განახორციელა, მათ შორის:

მეტი

რეკრეაციული პარკის პროექტის გახსნა გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში

2013 წლის ივნისიდან, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა პროექტის, „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ განხორციელება ქვემო ქართლის რეგიონის კიდევ 12 სოფელში დაიწყო, .

პროექტი „CDI SCPX” ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების ფარგლებში.

მეტი

ნეიროლინგვისტური პროგრამირების (NLP) პრაქტიკოსის სასერტიფიკაციო კურსი

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის ორგანიზებით ბელგიური  კომპანია WIDE CIRCLE გთავაზობთ ნეიროლინგვისტური პროგრამირების (NLP) პრაქტიკოსის საერთაშორისო სასერტიფიკაციო 7 დღიან კურსს.

ტრენინგს უძღვება ტრენერ-კონსულტანტი, კომპანია Wide Circle (www.widecircle.eu) სწავლებისა და ლიდერობის პროგრამის დირექტორი , რადუ სოუჩე. რადუ NLP-ის სერტიფიცირებული  ტრენერი და დროის ხაზის თერაპიის დარგში სერტიფიცირებული პრაქტიკოსია.

მეტი

Pages