CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სიახლეები

სამოქალაქო განათლების ამერიკული მასტერ კლასები CTC-ში

26–29 ივნისს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი ამერიკელ ექსპერტებს: ჰარვუდის საშუალო სკოლის ასოცირებულ დირექტორს (ვერმონტის შტატი, აშშ) და PH Intarnational-ის ერთ–ერთ პირველ დამაარსებელს, სამოქალაქო და სოციალური მეცნიერების პედაგოგს ქეთრინ ქედველს მასპინძლობდა. მათ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ჩაუტარეს მასტერკლასი თემაზე – „სათემო აქტივობით სწავლა/სწავლება: რეალური პრობლემები და ამოცანები სამოქალაქო განათლებისათვის“ (Service Learning). სწავლების ეს მეთოდი პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის ახალ საფეხურზეა ფოკუსირებული და სამოქალაქო განათლებაში თემის, საზოგადოების ჩართვას გულისხმობს.

მეტი

საზოგადოებრივი და ბიზნეს ორგანიზაციების ფორუმი

2012  წლის 31 მაისს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა ამჩამის კორპორატიულ-სოცილაური პასუხისმგებლობის კომიტეტთან ერთად მოაწყო საზოგადოებრივი და ბიზნეს ორგანიზაციების ფორუმი. ღონისძიება გაიმართა USAID-ისა და კერძოდ, EWMI G-PAC-ის პროექტის "დიალოგი სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის" ფარგლებში.

ფორუმის ჩატარების მიზანი იყო ბიზნესის სფეროს წარმოდგენლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთმანეთისთვის წარდგენა და თითოეულის საქმიანობაზე ინფორმაციის გაცვლა იმ მიზნით, რომ დაწყებულიყო სისტემური თანამშრომლობა ორ სექტორს შორის.

მეტი

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის თბილისის რეგიონალური კონფერენცია -გამოფენა

19 მაისს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ოფისში გაიმართა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის თბილისის რეგიონალური კონფერენცია -გამოფენა, რომელსაც დედაქალაქის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების 40-მდე პედაგოგი დაესწრო.

მეტი

ტრენინგ-კურსი - სკოლის ეფექტური ლიდერი

აშშ საერთაშორისო სააგენტოს  (USAID) მიერ დაფინანსებული   განათლების მართვის პროექტი ს ფარგლებში, კონსულტაციის და  ტრენინგის ცენტრის (CTC) ექსპერტების მიერ  შემუშავდა საპილოტე  ტრენინგ-კურსი  ” სკოლის ეფექტური ლიდერი ”.

კურსი გამიზნულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დირექტორებისათვის და/ან მათთვის, ვისაც სამომავლოდ სურს სკოლის დირექტორის პოზიციაზე საქმიანობა.

დღესდღეობით  გადამზადებულია  23   სკოლის დირექტორი. იგეგმება ტრენინგის ჩატარება კიდევ  25  დირექტორისთვის.

მეტი

კონფერენცია ”პიროვნული განვითარების შესაძლებლობები ახალგაზრდებისათვის”

2012 წლის 14 მარტს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში გაიმართა კონფერენცია თემაზე: "პიროვნული განვითარების შესაძლებლობები ახალგაზრდებისათვის.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი. პარტნიორები -  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია.

კონფერენცია ჩატარდა CTC-ის პროექტის ფარგლებში, რომლის დროსაც შეიქმნა და განხორციელდა "პიროვნული განვითარების კურსი ახალგაზრდებისათვის”.

მეტი

საჯარო დისკუსია თემაზე: ”საზოგადოების დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ”

სამშაბათს, 6 მარტს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში, პროექტის - “დიალოგი სამოქალაქო სექტორის განვითარებისათვის” ფარგლებში,  გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე:

”საზოგადოების დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ”

მომხსენებლები:

მეტი

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა

ა.წ. 25 თებერვალს თბილისში ივენტ ჰოლმა უმასპინძლა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კონფერენცია-გამოფენას. ამ დღეს მის მიერ გაწეული საქმიანობა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა თავის პირველ მასშტაბურ ღონისძიებაზე შეაჯამა. ღონისძიებას საქართველოს ყველა რეგიონის 250-მდე პედაგოგი და მოწვეული სტუმარი დაესწრო. გამოფენა-კონფერენციის მიზანი სამოქალაქო განათლების სფეროში სიახლეებისა და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ფორუმის წევრ მასწავლებელთა შორის გამოცდილების გაზიარება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა იყო.

მეტი

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი პედაგოგთა ფორუმის კომიტეტთან ერთად, 2012 წლის 25 თებერვალს, თბილისის საკონცერტო დარბაზის ივენტ ჰოლში მართავს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიურ კონფერენცია-გამოფენას.

კონფერენცია-გამოფენა იმართება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის (ACETT) ფარგლებში,რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International  კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით. პროგრამა ფინანსდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

მეტი

ეფექტური მომსახურებისა და სტრესის მართვის ტრენინგი შემოსავლების სამსახურისთვის

კოსნულტაციის და ტრენინგის ცენტრმა საქართველოს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისთვის ჩაატარა ტრენინგების სერია ”ეფექტური მომსახურება და სტრესის მართვა” ( ნოემბერი 2011 - თებერვალი 2012)

 

ტრენინგი მიზნად ისახავდა შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრების კონსულტანტებისთვის და მომსახურების ცენტრების ხელმძღვანელი პირებისთვის იმ თეორიის და უნარ-ჩვევების დაუფლებას, რომლებიც შემდგომში დაეხმარებათ გადამხდელებთან ურთიერთობისას. შესაბამისად, ტრენინგის ქვე მიზნებად განისაზღვრა:  

მეტი

Pages