CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სიახლეები

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება ფინანსური მართვისა და აღრიცხვის საკითხებში

ამერიკული კომპანია Cardno-სა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) პარტნიორობით, 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება ფინანსური მართვისა და აღრიცხვის საკითხებში“. პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთითა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.

მეტი

პროფესიული ტრენინგი მესათბურე ფერმერთათვის

პროექტის, "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ მე-5 ფაზის ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის(SCP) კომპანიებში, ჩატარდა პროფესიული ტრენინგი მესათბურე ფერმერთათვის. პროფესიული ტრენინგის საჭიროება გამოიკვეთა მონიტორინგის დროს, როდესაც ერთ-ერთმა ბენეფიციარმა გამოთქვა სურვილი  სასათბურე მეურნეობაში არსებული სირთულეების გადასალახად მიეღო უფრო ღრმა ცოდნა.

მეტი

მხარდაჭერილი მიკრო-ბიზნესების საქმიანობის მიმოხილვა

გავიდა თითქმის ოთხი თვე მას შემდეგ, რაც პროექტის ბენეფიციართა უმეტესმა ნაწილმა მიიღო დაფინანსება და დაიწყო საქმიანობა. ზოგიერთი მათგანი იანვრიდანვე შეუდგა წარმოებას, ზოგიერთი უფრო მოგვიანებით. ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე ბენეფიციარის საქმიანობის მიმოხილვა.

მეტი

კონსულტაცია საგადასახადო დეკლარაციების შევსების თაობაზე

ამა წლის 21-23 მარტს პროექტის ბენეფიციარებისთვისქუთაისში გაიმართა კონსულტაციები საგადასახადო დეკლარაციების შევსების საკითხებზე.აღნიშნული თემა განსაკუთრებით აქტუალურია ყოველწლიური დეკლარაციების ჩაბარების ბოლო ვადის მოახლოებასთან დაკავშირებით.

მეტი

„მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროექტი 2“–ს 2015 წლის შედეგების მიმოხილვა

2015 წლის აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდა დამწყებ მეწარმეთა საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებში განხორციელდა კარდაკარ ვიზიტები და ჩატარდა სათემო შეხვედრები დაინტერესებულ მოსახლეობასთან. სექტემბრის დასაწყისში სულ წარმოდგენილი იქნა 534 განაცხადი  60  მიზნობრივი სოფლიდან.

აღნიშნული განაცხადები განიხილა კომისიამ მოწვეული სოფლის მეურნეობის ექსპერტის მონაწილეობით და შედეგად ბიზნესის დაგეგმარების ტრენინგში მონაწილეობისთვის შერჩეული იქნა 167 ადამიანი.

მეტი

არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამა

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) დაინტერესებულ პირებს იწვევს  არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციისათვის.

პროგრამა მომზადდა და ტარდება CTC -ის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

პროგრამა სრულად ფინანსდება EWMI ACCESS-ის პროექტის მიერ და მონაწილეებისათვის მისი გავლა უფასოა.

მეტი

BP-ის მილსადენების გასწვრივ მცხოვრები, ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობის პროექტი ახალ ფაზაში შევიდა

"ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ 12 წლიანი წარმატების შემდეგ ახალ მე-5 ფაზაში შევიდა. პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის(SCP) კომპანიებში.

პროექტის მე-5 ფაზის მიზანია გაამყაროს წინა 4 ფაზის განმავლობაში მიღწეული შედეგები და განაგრძოს BTC და SCP მილსდენების აღმოსავლეთ და დასავლეთი ნაწილის სამიზნე სოფლებში მცხოვრე ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობა.

მეტი

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მეოთხე წლიური კონფერენცია-გამოფენა

2015 წლის 16 მაისს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მეოთხე წლიური კონფერენცია-გამოფენა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 11 რეგიონის 377 პედაგოგმა.

მეტი

ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება

 „ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება“ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ორწლიანი პროექტია, რომელიც დაფინანსებულია Bread for the World- ის მიერ. პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრიი დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა და ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულობის გაზრდა.

მეტი

Pages