CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

საგრანტო კონკურსი დამწყები და არსებული მეწარმეებისათვის

ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრი CTC აცხადებს მეორე საგრანტო კონკურსს დამწყები და არსებული მეწარმეებისათვის. კონკურსი ტარდება მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 3-ს ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ჰარმონიული ურთიერთობის განმტკიცებას დასავლეთის მიმართულების (ბაქო-სუფსის) საექსპორტო მილსადენის გასწვრივ მდებარე თემების მოსახლეობასა და BP-ს შორის აღნიშნულ თემებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობით გათვალისწინებულია ნავთობსადენის გასწვრივ არსებული სოფლებისათვის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარებას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (WREP) გასწვრივ მდებარე სამიზნე სოფლების მცხოვრებლებს, რომელთაც გააჩნიათ მკაფიო ბიზნეს-იდეა და მზად არიან სათანადო დრო და ენერგია დაუთმონ ბიზნესის წარმატებულ განვითარებას.   

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 7 მარტი.  

დეტალური ინფორმაციისთვის და საკონკურსო განაცხადის ფორმის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ.