CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

დასრულდა პროექტის-„ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ მეხუთე ფაზა

2018 წლის მაისში კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა დაასრულა პროექტის, „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ მეხუთე ფაზა, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებული იყო BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კვკასიური გაზსადენის კომპანიებში. პროექტი ფარავდა 65 სამიზნე სოფელს გარდაბნის, მარნეულის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში, ასევე რუსთავის მე-18 და მე-19 მიკრო რაიონებს. სამი წლის განმავლობაში პროექტმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია:

  • განხორციელდა  სოფლის ინფრასტრუქტურის 38 პროექტი. ყველა პროექტი შერჩეული იყო შესაბამისი სოფლის თემის მიერ და განხორციელდა პროექტის ფინანსური მხარდაჭერითა და  ზედამხედველობით.  პროექტების მეშვეობით გაუმჯობესდა სკოლებისა და საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა, მოეწყო სათამაშო და სპორტული მოედნები, შეკეთდა საირიგაციო და სასმელი წყლის სისტემები.
  • ბიზნეს საქმიანობის განსახორციელებლად და მომსახურების/პროდუქტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ღია კონკურსის წესით შეირჩა და დაფინანსდა 183 მცირე მეწარმე; მიწოდებული ტრენინგების მეშვეობით 80 მეწარმემ გაიღრმავა პროფესიული უნარ-ჩვევები; მეწარმეების თვიურმა საშუალო მოგებამ ინვესტიციასთან მიმართებაში შეადგინა 10%.
  • ღია კონკურსის ფარგლებში შეირჩა და შეიქმნა 42 სადემონსტრაციო ფერმა, რომლის მიზანი იყო თანამედროვე ან ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გავრცელება. ტექნოლოგიის ათვისების შედეგად 315 ფერმერმა გააუმჯობესა სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა.