CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

ეკო - გრანტების პროგრამა

ეკო-გრანტების პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-ის და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს CTC საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროგრამის მიზანია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც მიმართულია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებაზე.

პროგრამა ორ ეტაპიანია.  პირველ ეტაპის საგრანტო კონკურსში 24 საპროექტო განაცხადი იქნა განხილული. კონკურსმა 3  გამარჯვებული გამოავლინა. წლის ბოლოს იგეგმება ეკო-გრანტების პროგრამის მეორე ეტაპის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც ახალი საგრანტო კონკურსი ჩატარდება და შერჩეული პროექტები დაფინანსება.

პირველი ეტაპის გამარჯვებულები არიან:

  • ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო - პროექტისთვის “ეკო-ენერგია ერისიმედის ბავშვებისთვის”. პროექტის მიზანია ერისიმედის საბავშვო ბაღში ენერგო მოთხოვნის ოპტიმიზაცია სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენებით.  პროექტის ფარგლებში ერისიმედის საბავშვო ბაღი სრულად აღიჭურვება ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, რის შედეგადაც შემცირდება ტყეზე ზეწოლა; მინიმუმ 10-15%-ით შემცირდება ენერგიაზე მოთხოვნა და CO2 ემისიები; დაინერგება სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენების ინოვაციური გზები.
  • კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი - პროექტისთვის “ მიწისა და წყლის რესურსების მდგრადი  მართვის პრაქტიკის დანერგვა მიწის დეგრადაციის რისკის შესამცირებლად და მცირე მოწყვლადი მეურნეობების ეკონომიკური მდგომარების გასაძლიერებლად“. შემოთავაზებული პროექტი მიზნად ისახავს წალკის მუნიციპალიტეტის ფერმერების ცნობიერების ამაღლებას და მათთვის ნიადაგისა და წყლის მდგრადი მართვისთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერებას.

მწვანე ბორჯომი - პროექტისთვის: “ქვაბისხევის ტყეზე მავნე ზეგავლენის შემცირება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით”. პროექტი მიმართულია ტყის რესურსების არამდგრადი მოხმარების შემცირებაზე და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების ალტერნატიული შემოსავლების ზრდაზე. პროექტის ფარგლებში ეროვნული პარკის მიმდებარე სოფელ ქვაბისხევში იგეგმება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა და პოპულარიზაცია. ასევე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ტრენინგები მცირე მეწარმეობის განვითარებისა და სოფლისთვის ტურიზმიდან დამატებითი შემოსავლების გენერირების სტიმულირებისთვის.