CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

CDI5 პროექტის მიღწევების მიმოხილვა

„ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ პროექტის მეხუთე ეტაპი დასასრულს უახლოვდება. პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის კომპანიებში. საქართველოში „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ დაიწყო 2003 წლიდან  SCP და BTC მილსადენის გასწვრივ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

2015 წლის ივნისიდან, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) პროექტის მე-5 ფაზაში მილსადენების აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გარდაბნის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების 63 თემის და ქალაქ რუსთავის მე-18და მე-19 მიკრო რაიონების განვითარების  ხელშეწყობა წარმატებით დაიწყო.

პროექტის მე-5 ფაზის მიზანს წარმოადგენდა წინა 4 ფაზის განმავლობაში მიღწეული შედეგების გამყარება და სამიზნე სოფლებში  მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობის გაგრძელება.

პროექტის  მეხუთე ფაზის დასაწყისში დაგეგმილი იყო შემდეგი სოციალური და ეკონომიკური მიზნები: 30 სათემო კავშირის წევრთა ორგანიზაციული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, 24 სასოფლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება, 120 მცირე მეწარმის ხელშეწყობა ახალი ბიზნესის დასაწყებად,32 სადემონსტრაციო ფერმის ჩამოყალიბება და რუსთავის მე-18 და მე-19 მიკრორაიონებში მცხოვრები 60 ახალგაზრდის უნარ-ჩვევების განვითარება.

„კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა“ წარმატებით განახორციელა დაგეგმილი მიზნები და გადააჭარბა  კიდეც შემდეგი საქმიანობებით: ორგანიზაციული და ინსტიტუციური განვითარების ტრენინგი ჩაუტარა 45 სათემო კავშირის წევრს, განახორციელა 38 ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, ხელი შეუწყო 175 მცირე ბიზნესის დაწყებას,  შექმნა 42 სადემონსტრაციო ნაკვეთი და რუსთავის მე-18 და მე-19 მიკრორაიონებში მცხოვრებმა 176 მოსწავლეს ცაუტარა უნარ-ჩვევების განვითარების ტრენინგები.