CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სამოქალაქო ლიდერობა ( I ნაკადი )

4 მაისს დასრულდა „სამოქალაქო ლიდერობის“ სასწავლო პროგრამის პირველი ნაკადის ტრენინგები.

პროგრამის 29 მონაწილემ წარმატებით გაიარა როგორც დისტანციური ასევე დასწრებული სწავლების პროგრამის მოდულები: სამოქალაქო ლიდერობა, ეფექტიანი კომუნიკაცია და ჩართულობა, პროექტის მართვა და ფონდების მოძიება.

სასწავლო პროგრამა მომზადდა და ტარდება „კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის“ (CTC) მიერ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში  - ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა'' (CSSIGE).

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის #KAS ხელმძღვანელობით.

კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი #CSI, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი #CSRDG, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი #CTC, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი #EDEC.