CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

მართვისა და ლიდერობის კურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტებისთვის

არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამა

(Non-Profit Management Program)

მართვისა და ლიდერობის კურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტებისთვის

თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და აქტივისტების საყურადღებოდ:

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამის ფარგლებში, გიწვევთ მართვისა და ლიდერობის ორთვიან ინტენსიურ კურსზე. კურსის მიზანია, თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და აქტივისტებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობით, გაზარდოს მათი შესაძლებლობები და წარმატების პერსპექტივა.

სხვა საკითხებთან ერთად, კურსი მონაწილეებს დაეხმარება, უკეთესად განსაზღვრონ და დაგეგმონ, თუ როგორ მოიპოვონ მეტი მხარდაჭერა არა მხოლოდ სამიზნე ჯგუფებში (თემში), არამედ ფართო საზოგადოებაში; როგორ ჩართონ თავიანთ აქტივობებში უშუალოდ თემის და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები; როგორ მოახდინონ რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე და ა.შ. 

კურსი მომზადდა და ტარდება CTC-ის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარების და მოქალაქეთა ჩართულობის (ACCESS) პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ის ეფუძნება და ითვალისწინებს როგორც საერთაშორისო ცოდნასა და საუკეთესო პრაქტიკას ამ მიმართულებით, ისე საქართველოს კონტექსტსა და გამოცდილებას.

პროგრამა სრულად ფინანსდება EWMI ACCESS-ის პროექტის მიერ და მონაწილეებისათვის მისი გავლა უფასოა.

კურსის გავლის პროცესში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დაგეგმონ რეალური კამპანია თანასწორობის საკითხებზე და მოიპოვონ ფინანსური მხარდაჭერა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის EWMI ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

სასწავლო კურსის განმავლობაში მონაწილეები გაივლიან შემდეგ მოდულებს:

  1. ლიდერობა და სტრატეგიული დაგეგმვა ცვლილებებისთვის
  2. შედეგზე ორიენტირებული პროექტის დიზაინი
  3. სტრატეგიული კომუნიკაცია და ჩართულობა ადვოკატირებისთვის
  4. პრაქტიკული სემინარები – ადვოკატირების კამპანიის მომზადება

მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენა შეუძლიათ თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებში ჩართულ პირებსა და სფეროს აქტივისტებს.

კურსი დაიწყება 2018 წლის 26 თებერვალს და დასრულდება 30 აპრილს. სწავლება ჩატარდება საღამოს საათებში კვირაში ორჯერ და ყოველ მომდევნო შაბათს.

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზავნეთ მისამართზე: vacancy@ctc.org.ge.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 11 თებერვალი.

პირველ ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებთან შედგება წინასწარი გასაუბრება.