CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ადამიანი გაჭირვებაში (PIN) და დემოკრატიის ინსტიტუტი (IOD), იწყებს 2 წლიანი პროექტს: ,,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“.

პროექტის სტრატეგიული მიზანია, მტკიცებულებაზე დაფუძნებული და ინფორმირებული პოლიტიკის კეთების წახალისება. პროექტი ხელს შეუწყობს ხელისუფლების შესაძლებლობების გაზრდას ქვეყნის რეგიონალური განვითარების სტრატეგიულ დაგეგმვასა და განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში, რეგიონების მდგრადი და ინკლუზიური განვითარების მიზნით, ჩამოყალიბდება და დაინერგება თანამშრომლობის ინოვაციური მეთოდები.

პროექტი მოიცავს ერთობლივი ქვეგრანტების გაცემას, რეგიონში არსებული აკადემიური ინსტიტუტებისა და რეგიონული განვითარების საკითხზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების კვლევითი ორგანიზაციებისთვის, რათა შემუშავდეს გამოყენებითი კვლევები.

 პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით