CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სამუშაო შეხვედრა საუნივერსიტეტო კურსის „სამოქალქო საზოგადოების როლი“ განხილვასთან დაკავშირებით

10 ივნისს, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში (CTC), გაიმართა სამუშაო შეხვედრა საუნივერსიტეტო კურსის „სამოქალქო საზოგადოების როლი“ განხილვასთან დაკავშირებით.

აღნიშნული კურსის მომზადება ხორციელდება ევროკავშირის პროექტის -  „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.

კურსის „სამოქალაქო საზოგადოების როლი“ დანერგვა იგეგმება ქვეყნის ხუთ უნივერსიტეტში. აღნიშნულ შეხვედრაზე, პროექტის გუნდმა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა იმსჯელეს კურსის მიზანზე, თემატიკაზე, აკადემიურ საფეხურსა და სტატუსზე და შეათანხმდნენ შემდგომ ამოცანებზე.