CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამის (NPM) ონლაინ კურსი

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) დაინტერესებულ პირებს იწვევს  არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის  სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამის ონლაინ კურსზე რეგისტრაციისათვის. პროგრამა მომზადდა და ტარდება CTC-ის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

პროგრამა სრულად ფინანსდება EWMI ACCESS-ის პროექტის მიერ და მონაწილეებისათვის მისი გავლა უფასოა.

არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის ონლაინ კურსი წარმოადგენს CTC-ს არსებული არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამის ნაწილს და მისი მიზანია პროგრამა ხელმისაწვდომი გახადოს სფეროთი დაინტერესებული უფრო მეტი ადამიანისთვის.

არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის ონლაინ კურსი დაეხმარება მონაწილეებს:

  • გაიღრმავონ ცოდნა ზოგადი მენეჯმენტისა და არამომგებიანი ორგანიზაციების მართვის სფეროში;
  • გაეცნონ საინტერესო პრაქტიკულ მაგალითებსა და ორგანიზაციის მართვის ძირითად ინსტრუმენტებს;
  • გაანალიზონ არამომგებიანი ორგანიზაციების მართვის სფეროში დაგროვილი გამოცდილება და გამოიყენონ მიღებული ცოდნა როგორც ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად, ასევე მუშაობის ეფექტურობის გასაზრდელად.

არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის ონლაინ კურსის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან სამ სასწავლო მოდულს:

  1. არამომგებიანი ორგანიზაციები - ღირებულებები და სტრატეგია.

კურსის გავლა საშუალებას მისცემს მონაწილეებს მენეჯმენტის პერსპექტივიდან გაანალიზონ არამომგებიანი ორგანიზაციები, გამოიყენონ სტრატეგიული მართვისა და დაგეგმვის ინსტრუმენტები და ხელი შეუწყონ ორგანიზაციაში მიმდინარე ცვლილებებს.

  1. არამომგებიანი ორგანიზაციების პროექტების ეფექტური მართვა.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ მიზანზე ორიენტირებული განვითარების პროექტების  დაგეგმვას, განხორციელების პროცესის მართვას,  მონიტორინგისა და ხარისხის შეფასების ეფექტური სისტემების დანერგვას

  1. სოციალური მარკეტინგი და ფონდების მოძიება

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ შეიმუშაონ ინტეგრირებული კომუნიკაციებისა და ფონდების მოძიების სტრატეგია, დასახონ კომუნიკაციის მიზნები, შეაფასონ მიმდინარე ან განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობა მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში.

აღნიშნული სამი სასწავლო მოდულის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი. ამასთან ერთად, ონლაინ კურსის წარმატებულ მონაწილეებს 2017 წლის შემოდგომიდან CTC ასევე შესთავაზებს მოკლე ონლაინ კურსებს შემდეგ საკითხებზე:

  • ადვოკატირება საზოგადოებრივი ცვლილებებისთვის
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • არამომგებიანი ორგანიზაციის ფინანსები
  • ლიდერობა და თანამონაწილეობა ორგანიზაციის განვითარებისთვის

 

მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენა შეუძლიათ პირებს:

  • რომლებიც ამჟამად ჩართულები არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობაში და აქვთ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში საქმიანობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
  • რომელთა წარმდგენ საზოგადოებრივ ორგანიზაციას აქვს საქმიანობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება და გააჩნია მიმდინარე პროექტ(ებ)ი;
  • არიან მოტივირებული აქტიურად ჩაერთონ კურსის მსვლელობაში;
  • გააჩნიათ საბაზისო კომპიუტერული უნარები და შეუზღუდავი წვდომა ინტერნეტთან. აგრეთვე შესაძლებელია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში (www.cce.ge) არსებული კომპიუტერული ცენტრებით სარგებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზავნეთ მისამართზე: vacancy@ctc.org.ge

სარეგისტრაციო ფორმების მიღების ბოლო ვადაა 28 მაისი, 2017 წელი.

კურსი დაიწყება ამა წლის  15 ივნისს  და დასრულდება ოქტომბერში.  

პირველ ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებთან შედგება წინასწარი გასაუბრება.  

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში:  220 67 74; 220 67 75