CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

Error message

Deprecated function: The each() function is deprecated. This message will be suppressed on further calls in _menu_load_objects() (line 579 of /common/inet-pub/http-ctc.org.ge/data/includes/menu.inc).

არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამა (NPM)

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) დაინტერესებულ პირებს იწვევს არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციისათვის. პროგრამა მომზადდა და ტარდება CTC -ის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამა სრულად ფინანსდება EWMI ACCESS-ის პროექტის მიერ და მონაწილეებისათვის მისი გავლა უფასოა. პროგრამა სრულად ფინანსდება EWMI ACCESS-ის პროექტის მიერ და მონაწილეებისათვის მისი გავლა უფასოა. მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენა შეუძლიათ პირებს: · რომლებიც ამჟამად ჩართულები არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობაში და აქვთ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში საქმიანობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება; · რომელთა წარმდგენ საზოგადოებრივ ორგანიზაციას აქვს საქმიანობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება და გააჩნია მიმდინარე პროექტ(ებ)ი; · არიან მოტივირებული აქტიურად ჩაერთონ კურსის მსვლელობაში; დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულში. დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზავნეთ მისამართზე: vacancy@ctc.org.ge სარეგისტრაციო ფორმების მიღების ბოლო ვადაა 5 თებერვალი, 2017 წელი. კურსი დაიწყება მარტის მეორე ნახევარში და დასრულდება ოქტომბერში. ზაფხულის პერიოდში გათვალისწინებულია ორთვიანი შესვენება. პირველ ეტაპზე შერჩეულ აპიკანტებთან შედგება წინასწარი გასაუბრება. დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში: 220 67 74; 220 67 75