CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

არაფორმალური განათლების მხარდაჭერის ინიციატივა

ქ.თბილისის მერიის ხელშეწყობით დაიწყო პროექტი „არაფორმალური განათლების მხარდაჭერის ინიციატივა“. პროექტი ხორციელდება ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურთან თანამშრომლობით.

პროექტის მიზანია არაფორმალური განათლების სფეროში მოქმედი ორგანიზაციების მხარდაჭერა და სპეციალური სასწავლო კურსის მეშვეობით მათი ხელმძღვანელი პირების მენეჯერული კომპეტენციების გაძლიერება.

პროექტი ითვალისწინებს არაფორმალური განათლების მიმწოდებელი ორგანიზაციების შუა და ზედა რგოლის 50 მენეჯერის გადამზადებას სასწავლო კურსის „არაფორმალური საგანმანათლებლო ორგანიზაციების მართვა“ ფარგლებში. კურსი მოიცავს, ისეთ საკითხებს როგორიცაა: ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარება  და ორგანიზება; ადამიანური რესურსების მართვა; მარკეტინგი და ფონდების მოძიება.

დაინტერესებული ორგანიზაციების შერჩევა განხორციელდება ღია კონკურსის წესით