CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქ. 5 0177 თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება ფინანსური მართვისა და აღრიცხვის საკითხებში

ამერიკული კომპანია Cardno-სა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) პარტნიორობით, 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება ფინანსური მართვისა და აღრიცხვის საკითხებში“. პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთითა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს 70 მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობას. პირველ ეტაპზე განხორციელდება საჭიროებათა მოკვლევა, რის საფუძველზეც, ფინანსთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდება შესაბამისი სტანდარტები და სახელმძღვანელოები. შემდგომ ეტაპზე დაიწყება სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების გადამზადება და ინტენსიური კონსულტირება. პროექტი დასრულდება 2019 წლის ივლისში.