CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

კონსულტაცია საგადასახადო დეკლარაციების შევსების თაობაზე

ამა წლის 21-23 მარტს პროექტის ბენეფიციარებისთვისქუთაისში გაიმართა კონსულტაციები საგადასახადო დეკლარაციების შევსების საკითხებზე.აღნიშნული თემა განსაკუთრებით აქტუალურია ყოველწლიური დეკლარაციების ჩაბარების ბოლო ვადის მოახლოებასთან დაკავშირებით.

რასაკვირველია, საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირებს არ ევალებათ საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის წარდგენა, მაგრამ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება ნებაყოფლობით. ამიტომ კონსულტაციების დაგეგმვის ეტაპზე გადაწყდაპირველად სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ჩართულიადამიანების მოწვევაც, ვინაიდან მსგავსი ტიპის ცოდნა არა მხოლოდ არ იქნება მათთვის ზედმეტი, არამედ შეიძლება აუცილებელიცკი გახდეს ახლო პერსპექტივაში, თუ ისინი გადაწყვეტენ საქმიანობის სფეროს გაფართოვებას.

სულ სამი დღის განმავლობაში კონსულტაციები გაიარა პროექტის ბენეფიციარმა 65-მა მიკრო-მეწარმემ და ფიზიკურმა პირმა.

შეხვედრის ძირითადი თემა იყო საშემოსავლო და განაცემების დეკლარაციების შევსების პრინციპის ახსნა და სატესტო რეჟიმშიშევსება. დამსწრეებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე, რომლებიც ეხებოდა ელექტრონული ზედნადებების გამოწერას, სტატუსის შეცვლის მიზანშეწონილობას, დოკუმენტების გაფორმებას მიწოდებისას და სხვ.

შეხვედრები ჩატარდა ინტერაქტიულ ფორმატში, გამოყენებული იქნა სავარჯიშოები და ჯგუფური დისკუსიები, ტრენერები თვალს ადევნებდნენ დამსწრეთა რეაქციას და მაქსიმალურად რთავდნენ მათ აქტიური მონაწილეობის რეჟიმში.

კონსულტაციების ყოველი დღის დასრულების შემდეგ მონაწილეები კმაყოფილებას გამოხატავდნენ, ვინაიდან ბევრი მათგანისთვის ეს იყო პირველი მსგავსი და, რაც მთავარია, სასარგებლო გამოცდილება.