CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა

2012 წლის მაისიდან პროექტის "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ხელშეწყობით აქტიურად მიმდინარეობს თემის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი საქმიანობები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გარდაბნის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების 50 სამიზნე თემში.

პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის კომპანიებში.

პროექტის სოციალური და ეკონომიკური ამოცანების მისაღწევად განხორციელებული აქტივობები მოიცავს სოფლის ინფრასტრუცტურის ობიექტების რეაბილიტაციას, სოციალური საწარმოს ჩამოყალიბებას, მცირე მეწარმეების ხელშეწყობასა და სადემონსტრაციო ნაკვეთების შექმნას. აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი კომპონენტისათვის შერჩევა მიმდინარეობდა კონკურსის საფუძველზე.

დღეისათვის შექმნილია 61 სადემონსტრაციო ნაკვეთი. ამათგან 33 სადემონსტრაციო ნაკვეთი ეთმობა მემცენარეობას, ხოლო 28 - მეცხოველეობა/საკვებწარმოებას. დემონსტრაცია ემსახურება ახალი და/ან თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელებას ფერმერული მეურნეობის გაუმჯობესებისა და შემოსავლის ზრდის მიზნით. თითოეულ დემო ფერმერს ჰყავს საშუალოდ 4-5 მიმდევარი, რომლებიც აქტიურად ესწრებიან პროექტის მიერ ჩატარებულ ტრენინგებსა და კონსულტაციებს და თავადაც იყენებენ შეთავაზებულ ტექნოლოგიას.

პროექტის მიმდინარეობის ბოლო 6 თვის მანძილზე განხორციელდა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის 8 პროექტი, რომელიც ორიენტირებულია სოფლის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაზე. სათემო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად 8 სამიზნე თემში შეკეთდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასმელი წყლის მაგისტრალებს, სოფლის შიდა გზებსა და ხიდებს, საირიგაციო სისტემას და მოეწყო საქონლის დასარწყულებლები. შესრულებული სამუშაოების შეფასება საკმაოდ პოზიტიურია. ყველა ობიექტი ფუნქციონირებს და სარგებელი მოაქვს სოფლის მოსახლეობისათვის.

2013 წლის მაისში გამოცხადებული იყო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საგრანტო კონკურსის მეორე რაუნდი, სადაც გამოვლენილია 9 გამარჯვებული პროექტი. პროექტები განხორციელების ფაზაშია და სავარაუდოდ სექტემბრისთვის დასრულდება.

სამიზნე თემებში გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეირჩა და დაფინანსდა 3 სოციალური საწარმო, რომლებიც უზრუნველყოფენ სოფელში აგრო-მომსახურებას. სოციალური საწარმოს მიზანია განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა და მიღებული მოგება გამოიყენოს სოფლის კეთილდღეობისათვის.

პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 19 მცირე მეწარმე, რომელთაც შეძლეს მცირე თანხებით ბიზნესის წამოწყება. 11 მეწარმე განახორციელებს საყოფაცხოვრებო მომსახურებს, როგორიცაა სილამაზის სალონი, მცირე სასურსათო მაღაზია, საცხობი და სხვ; 5 მათგანი ეწევა მეცხოველეობას, ხოლო 3 - სასოფლო სამეურნეო ტექნიკის მომსახურებით უზრუნველყოფას.

2013 წლის ივნისში გამოცხადდა საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი. შერჩეული კანდიდატები გაივლიან ბიზნეს ადმინისტრირების ტრენინგს და წარმოადგენენ ბიზნეს პროექტებს. პროექტების განხილვისა და შეფასების შედეგად შერჩეული გამარჯვებული მეწამრეები დაფინანსდებიან ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად.