CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

პროექტი ”დიალოგი”

2012 წელს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი ”დიალოგი”

სამოქალაქო სექტორის განვითარებისათვის”. პროექტის მიზანი გახლდათ, , სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ საჯარო დისკუსიის წარმართვის ხელშეწყობა და სექტორში არსებული პრობლემების  გადალახვის გზების ძიება. ამ მიზნით ჩატარდა თემატური დისკუსიების ციკლი:

  • საზოგადოების დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ / G-PAC - ის მიერ ჩატარებული სოციოლგიური   კვლევის მთავარი საკითხები და პრობლემები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს ურთიერთობები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დონორების/ საერთაშორისო საზოგადოების ურთიერთობები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტანდარტები და თვითრეგულაციები;
  • სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული ძირითადი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

 თითოეული დისკუსიის შემდეგ, მასში მონაწილე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან შექმნილმა სამუშაო ჯგუფებმა  იმუშავეს პრობლემების ანალიზსა და რეკომენდაციებზე.პროექტის ბოლოს, სამუშაო ჯგუფების მიერ შექმნილ თემატურ მასალებზე დაყრდნობით, შემუშავდეა ერთიანი ანალიტიკური და სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი, რომელსაც ამჟამად ვაქვეყნებთ.(იხილეთ)