CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

საჯარო მოხელეთა გადამზადების პროგრამა

21 დეკემბერს დასრულდა   აფხაზეთის ა/რ მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების  თანამშრომელთა გადამზადების პროგრამა, რომელიც კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა განახორციელა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროგრამა მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის გაზრდას.

აღნიშნული პროგრამის  ფარგლებში 100 მდე ადამიანმა გაიარა ტრენინგები შემდეგ თემებზე:

საჯარო მოხელის ეთიკა;

საჯარო პოლიტიკის ანალიზის და დაგეგმვა;

მართვის სისტემებისა და პროცესების შიდა აუდიტი;

ადამიანური და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების შეფასება და ორგანიზაციული განვითარების დაგეგმვა;

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტი;

ეთიკის საფუძვლები;

ორგანიზაციული განვითარება, სტრატეგია, დროისა და რისკების მართვა, ანალიზი, შეფასება და მონიტორინგი;

კონფლიქტების მართვა;

ლიდერობა და გუნდური მუშაობა;

გაიცა წარმატების სერტიფიკატები.