CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

ადამიანის უფლებები და დემოკრატიული სახელწიფო

ამ სახელწოდებით სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში (ACCET) კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში (CTC) 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს სამოქალაქო განათლების 20 პედაგოგის მონაწილეობით ჩატარდა ტრენინგი. მას სამოქალაქოგანათლების ექსპერტი, ქ-ნინო ბესელიაუძღვებოდა. ტრენინგის თემატიკა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს ესადაგებოდა და მოიცავდა ისეთ თემებს, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები და თავისუფლებები; დემოკრატიის არსი და მისი ძირითადი ინსტიტუტები; მოქალაქეობა და მისი ასპექტები; საქართველოს სახელმწიფო კანონმდებლობა (საქართველოს კონსტიტუცია) და მისი კავშირი ადამიანის უფლებათა დეკლარაციასთან და ინტერაქტიული სწავლების პედაგოგიური და ფსიქოლოგიური საფუძვლები. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას (ACCET) ახორციელებსორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით. პროგრამა ფინანსდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.