CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული ძირითადი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

26 ნოემბერს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში გაიმართა დისკუსია თემაზე: სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული ძირითადი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

დისკუსიის ძირითადი საკითხები იყო:

1.       რა უნდა გააკეთონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათ მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებისთვის?

2.       რა რისკები და შესაძლებლობები არსებობს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე და როგორ უნდა მოხდეს მათი გადალახვა და გამოყენება?

3.       პოლიტიკის ფორმირების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის რა მაგალითები არსებობს და რა უნდა გამოსწორდეს ამ მიმართულებით?

 საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხებზე დააფიქსირეს მომხსენებლებმა

  • თამარ ჩუგოშვილი, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“;
  • დავით ზურაბიშვილი,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;
  • გოგი გვახარია - კინო კრიტიკოსი;

 მოხსენებების თანმდევი დისკუსიის დროს არაერთი აქტუალური საკითხი წამოიჭრა. დისკუსიის ტრანსკრიპტი გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.