CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

CTC- ისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი პროექტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული  ტენდერის ფარგლებში კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) ჩაატარა ტრენინგების სერია აფხაზეთის სკოლების მოსწავლეთათვის , რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვებში ლიდერობის უნარების ჩამოყალიბებას და საკვნძო კომპეტენციების განვითრებას.

ტრენინგები ჩატარდა შემდეგ საკითხებზე:1. ორგანიზაცია და ორგანიზაციის ელემენტები; 2. სამოქალაქო საზოგადოება და გენდერი; 3.  გუნდი და გუნდური მშაობა; 3. მედიაცია, კონფლიქტებისა და სტრესის მართვა; 4. როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა; 4. პრეზენტაციის უნარები;

ახლაგაზრდებში  განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებულმა თემებმა, რაც აისახა 7 ნოემბერს დასკვნით შეხვედრაზე წარდგენილ პრეზენტაციებში.

დასკვნით შეხვედრას ესწრებოდა მინისტრი მაისურაძე, რომელმაც სიტისის აღმასრულებელ დირექტორთან , ირინა ხანთძესთან  ერთდ ბავშვებს საზეიმოდ გადასცა სერტიფიკატები.