CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა

სიახლეები

სამოქალაქო ლიდერობა ( I ნაკადი )

4 მაისს დასრულდა „სამოქალაქო ლიდერობის“ სასწავლო პროგრამის პირველი ნაკადის ტრენინგები.

პროგრამის 29 მონაწილემ წარმატებით გაიარა როგორც დისტანციური ასევე დასწრებული სწავლების პროგრამის მოდულები: სამოქალაქო ლიდერობა, ეფექტიანი კომუნიკაცია და ჩართულობა, პროექტის მართვა და ფონდების მოძიება.

სასწავლო პროგრამა მომზადდა და ტარდება „კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის“ (CTC) მიერ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში  - ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა'' (CSSIGE).

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის #KAS ხელმძღვანელობით.

მეტი

სასწავლო პროგრამა - სამოქალაქო ლიდერობა

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) დაინტერესებულ პირებს იწვევს სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამაზე „სამოქალაქო ლიდერობა“ .

სასწავლო პროგრამა წარმოადგენს დასწრებული და დისტანციური სწავლების კომბინაციას და შედგება ოთხი მოდულისგან:

•             სამოქალაქო ლიდერობა;

•             ეფექტური კომუნიკაცია და ჩართულობა;

•             პროექტის მართვა;

•             ფონდების მოძიება.

მეტი

სამუშაო შეხვედრა საუნივერსიტეტო კურსის „სამოქალქო საზოგადოების როლი“ განხილვასთან დაკავშირებით

10 ივნისს, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში (CTC), გაიმართა სამუშაო შეხვედრა საუნივერსიტეტო კურსის „სამოქალქო საზოგადოების როლი“ განხილვასთან დაკავშირებით.

აღნიშნული კურსის მომზადება ხორციელდება ევროკავშირის პროექტის -  „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.

მეტი