CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა

პროექტის შესახებ

ევროკავშირის ახალი პროექტი -„სამოქალაქო  საზოგადოების  განვითარების ინიციატივა“ ემსახურება  საქართველოში  სამოქალაქო  საზოგადოების  გარემოს  გაუმჯობესებას.

ჩვენი ინიციატივა მიზნად ისახავს:

  • სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებას, მათ შორის სახელმწიფო  ფონდებისა  და  კერძო  სექტორის  გააქტიურებით,  მოხალისეობის ინსტიტუტის ხელშეწყობითა და საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებით;      
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდას, რათა მათ უკეთ დაიცვან მოქალაქეთა პოლიტიკური, ეკონომიკური,   სოციალური და კულტურული უფლებები და ინტერესები;  
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერებას  ხელისუფლებასთან,   მედიასთან და ბიზნეს სექტორთან;  
  • სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობას საჯარო პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.

2020 წლის ბოლომდე ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება 110-ზე  მეტი  სხვადასხვა  სახის  ღონისძიება  და  გაიცემა  80-მდე  გრანტი,  რითაც  ისარგებლებს  სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2500 წარმომადგენელი  მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოებისინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (KEDEC) თანამშრომლობით.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის  და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

 

ბოლო სიახლეები

10 ივნისს, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში (CTC), გაიმართა სამუშაო შეხვედრა საუნივერსიტეტო კურსის „სამოქალქო საზოგადოების როლი“ განხილვასთან დაკავშირებით. აღნიშნული კურსის მომზადება ხორციელდება ევროკავშირის პროექტის -  „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა...