CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქ. 5 0177 თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

კონსულტაცია

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი სთავაზობს კონსულტაციებს ორგანიზაციული განვითარების სხვადასხვა საკითხებზე.

ჩვენი ხედვით ორგანიზაციული განვითარება სწავლისა და გაუმჯობესების მუდმივი პროცესია და არა ერთჯერადი აქცია თუ ინტერვენცია. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციული განვითარება წარმოგვიდგება, როგორც სწავლების ციკლი, რომელიც მოიცავს ორიენტაციის, დაგეგმვისა და განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების ფაზებს.

ორიენტაციის ეტაპზე გროვდება პრობლემები და მათი გადაჭრის ბევრი ალტერნატივა, რაც თავისთავად გადის გადაწყვეტილების მიღების პრიზმაში და დაიყვანება კონკრეტულ ამოცანებამდე და სამოქმედო გეგმამდე.

განხორციელების სტადიაზე მნიშვნელოვანია მონიტორინგის სისტემა, რომელიც უნდა გენერირებდეს მონაცემებსა და ინფორმაციას და გვეხმარებოდეს პროცესის შეფასებაში; შესაბამისად განახლებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

კონსულტაციის მიზანია, დაეხმაროს ორგანიზაციას საკითხის სწორ შეფასებაში; მასთან მჭიდრო კომუნიკაციით და მისი ჩართულობით დასახოს გადაჭრის გზები და შეათანხმოს შესრულების გაზომვისა და შეფასების სისტემა.

კონსულტაცია შესაძლოა განხორციელდეს შემდეგ საკითხებზე:

ორგანიზაციული განვითარების ციკლი

რითი გამოირჩევა ჩვენი კონსულტაცია?

  • პროცესზე ორიენტაცია, რაც გულისხმობს კლიენტის ჩართულობას და მასთან ინტენსიურ სამუშაო ინტერაქციას;
  • კონფიდენციალობის დაცვა კონსულტანტის უმთავრესი ვალდებულება და ფასეულობაა;
  • პროფესიონალიზმი და მუდმივი განვითარება ჩვენი მომსახურების ხარისხის უპირობო გარანტიაა;
  • ჩვენ ვთავაზობთ მართვისა და ორგანიზაციული განვითარების ინსტრუმენტებს და ტექნიკებს. არსებული ინსტრუმეტების ერთობლივად გამოყენებით ვეძებთ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო, პრაქტიკულ და რეალისტურ გზებს;
  • კონსულტაციის პროცესის დროს ჩვენ მივმართავთ უფრო ასერტიულ, ვიდრე პატერნალისტურ მიდგომას;
  • ჩვენ ვთავაზობთ ორგანიზაციული განვითარებისა და ანალიზის ექსპერტიზას და კლიენტისგან ველით საკუთარი სამუშაო სფეროს ცოდნასა და გამოცდილებას;
  • ჩვენ ვცდილობთ, ორგანიზაციული მართვისა და განვითარების თეორიები და საერთაშორისო პრაქტიკაში დაგროვილი გამოცდილება მოვარგოთ ადგილობრივ რეალობასა და კულტურას;
  • ვცდილობთ, ორგანიზაციას დავეხმაროთ ისეთი ინტენსიობით განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები, რაც რეალურ შედეგს მოიტანს და შექმნის საფუძველს განვითარების შემდეგი ეტაპისათვის.