CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა

სიახლეები

CDI5 პროექტის მიღწევების მიმოხილვა

„ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ პროექტის მეხუთე ეტაპი დასასრულს უახლოვდება. პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის კომპანიებში. საქართველოში „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ დაიწყო 2003 წლიდან  SCP და BTC მილსადენის გასწვრივ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

მეტი

ფოტო და ვიდეო მომსახურება ოზნიში

„ალექს ვიდეო“ არის წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოზნიში  პროექტ „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში დაარსებული მცირე ბიზნესის სახელი. კერძო ბიზნესის შექმნამდე ალექსეი ანესიანი ხუთ წელზე მეტხანს მუშაობდა ოპერატორის ასისტენტად და იღებდა  ქორწილებსა და სხვა სადღესასწაულო ცერემონიებს.

მეტი

მცირე ბიზნესიდან ბიზნესის გაფართოებამდე

ნაირა ჭყადუა, რამინ ლაგვილავა, ვალენტინა გურჩიანი, დემოკრიტე სეფილოვი, ლიანა ნიჟარაძე და ნანა სტეფლიანი არიან ის წარმატებული მცირე მეწარმეები, რომლებმაც თავის ბიზნეს ხედვას მისცეს გასაქანი. ეს დამწყები მეწარმეები ცხოვრობენ BTC და SCP მილსადენების კორიდორის გვერდით სოფლებში.

მეტი

ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და დამწყები მეწარმეების საგრანტო კონკურსი

“ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა” ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის კომპანიებში. პროექტის მიზანია თემების მდგრადი განვითარების მხარდაჭერა. ამასთან დაკავშირებით, “კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი” აცხადებს საგრანტო კონკურსს, სოფლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და დამწყები მეწარმეეებისთვის.

ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კონკურსი

მეტი

სატელევიზიო სიუჟეტი დემოფერმერის შესახებ

პროექტ „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში ვქმნით სასოფლო-სამეურნეო სადემონსტრაციო ნაკვეთებს და ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს. გადაცემა "ფერმერი" ერთ-ერთი ასეთი დემო-ფერმერის საქმიანობას აშუქებს, ინტერესდება მისი საქმიანობით და პროექტის მიერ მხარდაჭერითი ღონისძიებებით. სიუჟეტში ამ თემებზე საუბრობენ ჩვენი კოლეგები მაკა პაპუკაშვილი და ქსენია კანდელაკი. პროგრამა „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI) ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის (SCP) კომპანიებში.

მეტი

პროფესიული ტრენინგი მესათბურე ფერმერთათვის

პროექტის, "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ მე-5 ფაზის ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის(SCP) კომპანიებში, ჩატარდა პროფესიული ტრენინგი მესათბურე ფერმერთათვის. პროფესიული ტრენინგის საჭიროება გამოიკვეთა მონიტორინგის დროს, როდესაც ერთ-ერთმა ბენეფიციარმა გამოთქვა სურვილი  სასათბურე მეურნეობაში არსებული სირთულეების გადასალახად მიეღო უფრო ღრმა ცოდნა.

მეტი

BP-ის მილსადენების გასწვრივ მცხოვრები, ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობის პროექტი ახალ ფაზაში შევიდა

"ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ 12 წლიანი წარმატების შემდეგ ახალ მე-5 ფაზაში შევიდა. პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის(SCP) კომპანიებში.

პროექტის მე-5 ფაზის მიზანია გაამყაროს წინა 4 ფაზის განმავლობაში მიღწეული შედეგები და განაგრძოს BTC და SCP მილსდენების აღმოსავლეთ და დასავლეთი ნაწილის სამიზნე სოფლებში მცხოვრე ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობა.

მეტი

Pages