CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქ. 5 0177 თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სექციაში ნავიგაცია - ჩვენს შესახებ

ჩვენი გუნდი

ირინა ხანთაძე (1976), სამართალმცოდნეობის მაგისტრი, დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი (1998).

1997 წლიდან დაინტერესდა და ჩაერთო სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების პროგრამებში. სწორედ აქედან გამომდინარე 1999 წელს შეუერთდა ახლადდაფუძნებულ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს. 2004 წლიდან მუშაობს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე.

მისთვის მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციების ინსტიტუციური მდგრადობის თემა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ინტერესდება სამოქალაქო და ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობისა და ზოგადად ფილანთროპიის განვითარების საკითხით. ეს თემა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ხდება თავად ორგანიზაციისთვისაც.
მისი, როგორც ტრენერ-კონსულტანტის პროფესიული ინტერესების სფეროა ადამიანური რესურსების მართვის, ორგანიზაციული განვითარებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების საკითხები. ასევე ინტერესდება ზრდასრულთა არაფორმალური განათლების თემით. აქტიურად ჩართულია ამ სფეროში მიმდინარე ადვოკატირების და ლობირების აქციებში და კამპანიებში.

თამარ ცირეკიძე (1961) - პროფესიით ბიოლოგი (თსუ, 1983). გავლილი აქვს მენეჯმენტის ევროპული სკოლის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა და მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ზოოლოგიის ინსტიტუტში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანაში”, გერმანულ სატრანსპორტო კომპანია „ვილი ბეტსში”, „შეხვედრების სახლში”, აგრეთვე იყო მასწავლებელი ექსპერიმენტალურ სკოლაში „საჩინო”.

1998 წლიდან მუშაობს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელად და ტრენერ-კონსულტანტად.

ნათია ზედგინიძე (1978), ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დაამთავრა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკროეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი (2001) და კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლა ზოგადი მენეჯმენტის სპეციალობით (2009).

1999-2004 წწ. მუშაობდა სს „საქართველოს ბანკის”, სტრატეგიული დაგეგმვისა და ორგანიზაციის დეპარტამენტის სტრატეგიულ ექსპერტად. 2006 სექტემბრიდან კითხულობს ლექციებს შავი ზღვის უნივერსიტეტში, ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე; საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლაში, აგრეთვე ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში.

2007 წლიდან მუშაობს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში კონსულტანტ-ტრენერად ხარისხის მართვის სისტემებში და შიდა აუდიტორად.

მისი ინტერესების სფეროა ხარისხის მართვის სისტემები, ოპერაციული მენეჯმენტი და ადამიანური რესურსების მართვის ასპექტები.

პავლე თვალიაშვილი (1973), დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და ასპირანტურა. 2007 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. 2006 წლის თებერვლიდან მუშაობს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში კოორდინატორად და ტრენერ-კონსულტანტად. მიღებული აქვს პედაგოგი-ოსტატის სერტიფიკატი მეცნიერებებში, გარემოსმცოდნეობასა და მათემატიკაში. ავტორია სტატიების, საგანამანათლებლო ტრენინგ-მასალების, წიგნებისა და გზამკვლევების.

ბესო სულაბერიძე (1971), დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; რეზიდენტურა გაიარა ფსიქიატრიის სამეცნიერი კვლევით ინსტიტუტში; 2003-2007 წლებში გაიარა მენეჯმენტის ევროპული სკოლის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა და მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში.

2003 წლიდან მუშაობს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში ტრენერ-კონსულტანტად. სხვადასხვა ორგანიზაციებს კონსულტაციებს უწევს მარკეტინგის მენეჯმენტსა და მომსახურების მარკეტინგის თემაზე.

იულია შენდრიკოვა (1979), დაამთავრა სასწავლო ეკონომიკური ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი (2000). სხვადასხვა პერიოდში მიღებული აქვს პროფესიული ბუღალტრის და აუდიტორის კვალიფიკაცია.

1998-2003 წწ. მუშაობდა საქართველოს აუდიტორიულ კორპორაციაში (ამჟამად ბეიკერ ტილი, საქართველო) ბუღალტერი/აუდიტორის თანამდებობაზე. 2003 წლიდან მუშაობს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში მთავარი ბუღალტრის, ხოლო 2008 წლიდან ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე. მისი ინტერესების სფეროა ფინანსური მართვა და ტურიზმი.

გიორგი თვალიაშვილი (1985), დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მცირე ბიზნესის საწარმოთა მოწყობილობების ორგანიზაციის ეკონომიკისა და მართვის ფაკულტეტი ბაკალავრის წოდებით. 2009 წლიდან სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში განათლების ადმინისტრირების პროგრამაზე. 2006-2009 წწ. მუშაობდა საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულ ასოციაციაში (სიქა) - ჯერ სტრატეგიული განვითარების მენეჯერად და ტრენერ-კონსულტანტად, მოგვიანებით კი - აღმასრულებელ დირექტორად. 2004-2005 წწ. მუშაობდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საინფორმაციო და ტექნოლოგიური სამმართველოს სპეციალისტად; ხოლო 2003-2004 წლებში - საერთაშორისო ორგანიზაცია „IFES ლიმიტედ”-ის მოქალაქეთა ინფორმირების ოფიცრად და ტრენერად. 2001-2007 წლებში ის პარალელურად მუშაობდა საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის ქვემო ქართლის რეგიონის კოორდინატორად და ტრენერად. 2010 წლიდან მუშაობს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში მიკრო ბიზნესის განვითარების ტრენერად და ექსპერტად. მისი ინტერესების სფეროა მოგზაურობა, ლაშქრობა, ფოტოგრაფია.

მარიამ პაპუკაშვილი (1974) - დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1997).

1997-2003 წწ. მუშაობდა ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე ორგანიზაციებში "პლანეტა" და "GSS აუდიტი". 2003 - 2005 წწ. - მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში "ფინკა საქართველო" ადმინისტრაციის მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე. 2005 - 2012 წწ. იგი გადავიდა არასამთავრობო ორგანიზაციაში "ქეა საერთაშორისო კავკასიაში" პროექტის "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" ოფიცრად, ხოლო შემდგომ იმავე პროექტის საველე ოპერაციათა კოორდინატორად.

2012 წლიდან იგი მუშაობს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში მონიტორინგისა და შეფასების კოორდინატორად პროექტში "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა".

 

თეა კეკელია (1977), დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სპეციალობით (1999). 1996-2005 წლებში მუშაობდა საინფორმაციო სააგენტო „იფრინდაში” მოხალისედ და ს/ს კავშირგაბმულობის კვლევით ინსტიტუტში თარჯიმან-ოპერატორად. 2005 წლიდან მუშაობს კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში ოფისის ადმინისტრატორის თანამდებობაზე. მისი ინტერესების სფეროა მენეჯმენტი და ლინგვისტიკა.

თინათინ ჩუთლაშვილი (1989), დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ - სოციალური ფაკულტეტი, ბიზნესის მართვის (მენეჯმენტი და ადმინისტრირება) ბაკალავრის ხარისხით (2010).

2009 წელს მუშაობდა კომპანია „ბი ბი ეს ჰოლდინგში” გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 2011 წელს კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში მოხალისედ მონაწილეობა მიიღო სვანეთის მცირე საგრანტო პროგრამაში. 2011 წლის სექტემბრიდან მუშაობს კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში ადმინისტრაციული თანაშემწის თანამდებობაზე.

ტექნიკური გუნდი:

  • ლიანა ამოევა
  • მაია ლონდარიძე
  • გია მუზაშვილი
  • მადონა მწითური
  • სიომა პარემუზოვი
  • იაკობ რაბინოვი
  • მიშა შახბაზიანი

    დავით გელუტაშვილი (1986), დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხით (2008). 2009 წლიდან სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში განათლების ადმინისტრირების პროგრამაზე. 2007 წლიდან მუშაობს „ბიზნესის განვითარების ცენტრ კავკასიაში” კონსულტანტად. 2010 წლიდან _ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში ტრენერ-კონსულტანტად. მისი ძირითადი საქმიანობა მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტებს, ბიზნესის ადმინისტრირების ტრენინგებს მიკრო მეწარმეობით დაკავებული პირებისათვის. მისი ინტერესების სფეროა ორგანიზაციული ლიდერობა და ზოგადი მენეჯმენტი.  

    თეა მხეიძე (1988),  დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი კონფლიქტოლოგიის მაგისტრის ხარისხით (2011) და სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაში (2009). 2013 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის კონფლიქტების ანალიზისა და მართვის დოქტორანტურის კანდიდატი.

    2009 წლიდან აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ჯგუფების განვითარების, პროექტების მართვის, არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდობის  სფეროში.   

    2011 წლიდან მუშაობს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში (CTC) პროექტის „ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით“ ასისტენტად.