CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სექციაში ნავიგაცია - ჩვენს შესახებ

ჩვენი მისია და ხედვა

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ადამიანური და ორგანიზაციული შესაძლებლობებისა და პოტენციალის გაძლიერებას, მონაწილეობა მიიღოს კარგი მენეჯმენტისა და მმართველობის პრაქტიკის დანერგვაში.

ასეთი გზით ჩვენ გვსურს, წვლილი შევიტანოთ საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესში. ჩვენი რწმენით, ქვეყნის მდგრადი სოციალური და ეკონომიკური განვითარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობენ პიროვნებები ან ორგანიზაციები, რომელთაც შეუძლიათ საკუთარ თავზე აიღონ განვითარების პროცესების ლიდერობა და აქვთ რესურსების სწორი და თანმიმდევრული გამოყენების უნარი.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მონაწილეობა და გამჭვირვალობა თანამედროვე მართვისა და მმართველობის აუცილებელ პრაქტიკას უნდა წარმოადგენდეს; განსაკუთრებით ისეთი ორგანიზაციებისათვის, რომლებიც უკეთესი დემოკრატიული წყობისა და სოციალური სამართლიანობის მისაღწევად საქმიანობენ. მდგრადი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ მხოლოდ იმ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ყოველდღიურად ხელმძღვანელობენ აღნიშნული ღირებულებებით და მუდიმვად აუმჯობესებენ სტრუქტურებსა და პროგრამებს.