CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქ. 5 0177 თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სექციაში ნავიგაცია - ჩვენს შესახებ

ისტორია და პროფილი

დაარსების და განვითარების ისტორია

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი დაარსდა 1999 წელს. მის დამფუძნებლებს სწამდათ, რომ კარგი მენეჯმენტი და მმართველობა განვითარებისა და რეფორმირების უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარდმოადგენს. ამიტომაც, მათ ცენტრს სწორედ ეს მიზანი დაუსახეს: განვითარებისა და ცვლილებების აქტორების ორგანიზაციული და ინსტიტუციური გაძლიერების მხარდაჭერა.

პირველ წლებში კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი მეტწილად საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მუშაობდა. 2002 წლიდან ცენტრმა თანდათან გააფართოვა მიზნობრივი ჯგუფები. დღესდღეობით ცენტრი ემსახურება საჯარო სექტორსაც და ასევე მცირე და საშუალო ბიზნესს.

ცენტრს თავიდანვე ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადეს ევროპულმა ფონდებმა Cordaid (ჰოლანდია); EED და Misereor (გერმანია). მათი დახმარებით მოხერხდა ცოდნის და ექსპერტიზის საქართველოში გადმოტანა და დაგროვება. ამ მიმართულებით კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს საშუალება ჰქონდა, გამხდარიყო ცნობილი ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია MDF-ის (Management Foundation for Development) პარტნიორი. MDF-მა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს გადასცა საკუთარი გამოცდილება, სასწავლო კურსების კურიკულუმები, გადაამზადა ადგილობრივი კადრები. ასეთი სასტარტო პირობებით კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა სწრაფად მოახერხა ინსტიტუციური განვითარების პირველი საფეხურების დაძლევა და მოკლე ვადაში ჩამოყალიბდა პროფესიულ და სიცოცხლისუნარიან ორგანიზაციად.

გასული წლების მანძილზე კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა არაერთი საკუთარი პროდუქტი თუ პროექტი შექმნა და განავითარა. დღევანდელ დღეს მისი პორტფოლიო მოიცავს ტრენინგ კურსებსა და კონსულტაციებს მართვისა და ორგანიზაციული განვითარების არა ერთ საკითხზე.

დაარსების დღიდან კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა ჩაატარა 2000-ზე მეტი ტრენინგ კურსი, გადაამზადა 20 000-ზე მეტი მონაწილე; განახორციელა 20 შედარებით დიდი და კიდევ უფრო მეტი მცირე ზომის პროექტი.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიზანი ტრენინგისა და საკონსულტაციო მომსახურების გზით საკუთარი კლიენტებისათვის მდგრადი გაუმჯობესების მიღწევაა.

ჩვენი მთავარი პრინციპებია:

  • პროფესიონალიზმი
  • პრაქტიკაზე ძლიერი ორიენტაცია
  • კონკრეტული ადგილობრივი სოციო-კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით თანამედროვე მენეჯმენტის მიდგომების ადაპტირება.

ჩვენი პროფილი

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი ერთის მხრივ, ზრდასრულთა განათლების ინსტიტუტია, რომელიც მხარს უჭერს თანამედროვე ლიდერობისა და სამუშაო კომპეტენციების მქონე ადამიანური კაპიტალის განვითარებას; მეორეს მხრივ, კი, ის - საკონსულტაციო ცენტრია, რომელიც დახმარებას უწევს სხვადასხვა ორგანიზაციებს საორგანიზაციო სისტემების და სტრუქტურების გაძლიერებაში, ადეკვატური სტრატეგიებისა და მენეჯმენტის შემუშავებაში.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის კლიენტები არიან როგორც კერძო პირები, ასევე ორგანიზაციები, რომელთაც სურთ საკუთარი კონკურენტუნარიანობისა და პროფესიონალიზმის ამაღლება.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი ახორციელებს საკუთარ მომსახურებას ღია კურსების, კონკრეტულ მოთხოვნებზე მორგებული დაკვეთილი ტრენინგისა და საკონსულტაციო ფორმით.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი ასევე ახორციელებს სხვადასხვა დონორთა და სპონსორთა მიერ დაფინანსებულ თემატურ პროექტებს, რომლებიც ორიენტირებულია ცალკეული პიროვნებებისა თუ ორგანიზაციების განათლებისა და განვითარების მხარდასაჭერად.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მომსახურება და სასწავლო კურსები გამიზნულია ყველა სახის ორგანიზაციებისათვის. კერძოდ:

  • საზოგადოებრივი, არამომგებიანი ორგანიზაციები
  • საჯარო დაწესებულებები
  • განვითარების პროექტებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები
  • მცირე და საშუალო ბიზნესი
  • სოციალური საწარმოები
  • ასევე ცალკეული ინდივიდებისათვის, ვისაც საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლება სურს.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი საზოგადოების განვითარების დღის წესრიგის ერთგული რჩება. აქედან გამომდინარე ის აქტიურად ცდილობს სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამების შექმნას. პროგრამები ორიენტირებულია კონკრეტულ სოციალურ საკითხებში ცვლილებების ინიცირებაზე და მათი გაუმჯობესების მხარდაჭერისაკენ.

სამაგალითო პრიორიტეტული საკითხებია: საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგრადობის უზრუნველყოფა; ადგილობრივო ფილანტროპიის განვითარება; სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა მცირე ბიზნესისა და თემის განვითარებით; სამოქალაქო კულტურისა და ქცევის სტიმულირება. ამ მიმართულებით წარმატებები განაპირობებს საზოგადოების მდგრად მოდერნიზებასა და გარდაქმნას და ქმნის ჩვენი საქმიანობის ღირებულებით პლატფორმას.